მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია შაბათს, 17 ივლისს გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა განუცხადა, აქცია 18:00 საათზე დაიწყება და მასშტაბური იქნება.

თავის მხრივ, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „აქციები არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება“.