ანა და ოვსეფი ახალციხეში ცხოვრობენ. თავიანთი მომავალი მხოლოდ საქართველოში წარმოუდგენიათ, მაგრამ, ასევე საუბრობენ იმ სირთულეებზე, რომლებიც დღემდე არსებობს საზოგადოებაში. ჩვენი სტატიის გმირებმა ბევრი პრობლემა გადალახეს თვითდამკვიდრების გზაზე და დარჩენილსაც გადალახავენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტი ახალქალაქიდან 70 კმ-ში მდებარეობს. მოსახლეობის დაახლოებით 30% სომეხია.
ანა არუთინიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისიდანაა. 2021 წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და მაგისტრატურაზე ჩაბარებას აპირებს.
ანას ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა არ ჰქონია, ის ბავშვობიდან კარგად ფლობდა ქართულ ენას, მაგრამ საქართველოში შემორჩენილი სომხურფობიური შემთხვევები მაინც აწუხებს.
”ძალიან ვღელავ სომეხოფობიის და დისკრიმინაციის შემთხვევებზე, სტერეოტიპებზე, რაც ქართველებს ჩვენს მიმართ აქვთ. ეს არა, მხოლოდ ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ სხვა ერებსაც ეხებათ. იყო შემთხვევები, როდესაც კონფლიქტურ სიტუაციებში მოვხვდი და ქართველებისა და სომხების ურთიერთობების გარკვევა მომიწია. ქართველების აზრით, ახალგაზრდები უფრო მშვიდობისმოყვარე, განვითარებულები არიან. მაგრამ, პირიქით ხდება – სომეხოფობიური შეხედულება და აზროვნება მათ უფრო მძაფრად აქვთ, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლებს. მაგალითად, ჩემი მასწავლებლები სულაც არ არიან სომეხოფობები”, – ამბობს ანა.
იგი არ იცნობს, არც ერთ სომეხ ახალგაზრდას, რომელსაც უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ახალციხის თვითმმართველობებში დაუწყია მუშაობა.
“არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მერიაში, ან თვითმმართველობის სხვა სამსახურებში, მაგრამ მათ შორის მე არ მინახავს, არცერთი ახალგაზრდა”, – აღნიშნავს ანა.
როგორც ანა ამბობს, ახალგაზრდები, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს სომხეთში, როგორც წესი, უკან არ ბრუნდებიან. თუმცა, ბოლო წლებში სომხეთში სტუდენტების რაოდენობა შემცირდა.
”ახალგაზრდები ძირითადად საქართველოში რჩებიან, ისინი სწავლას აქ განაგრძობენ. კონკრეტულ სტატისტიკას ვერ გეტყვით, ისინი უფრო მეტს სწავლობენ თბილისში თუ ახალციხეში, მაგრამ სხვადასხვა უნივერსიტეტში ბევრი სომეხი სტუდენტია. დიახ, სომხეთში მიდიოდნენ, ახლა კი არა, რადგან საქართველოში განსაკუთრებული კარგი პროექტებია ენობრივი ბარიერის გადასალახად. არ ვიცი, ბრუნდებიან თუ არა თბილისიდან, მაგრამ სომხეთიდან ძირითადად არ ბრუნდებიან, არცერთი ჩემი ნაცნობი ერევნიდან არ დაბრუნებულა ”.
ანა აქ ხედავს თავის მომავალს და არ აპირებს ქვეყნის დატოვებას, პირიქით, მან გადაწყვიტა დარჩენა, რათა მიაღწიოს წარმატებას თავის პროფესიაში, იმუშაოს.
ანასგან განსხვავებით, ოვსეფს არ შეუნიშნავს საქართველოში სომხების მიმართ სიძულვილი. ის მიიჩნევს, რომ აგრესია შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ხალხი არ ფლობს სახელმწიფო ენას. ამავე დროს, ის თვლის, რომ ყველამ უნდა იცოდეს ქართული ენა.
”ჩვენ ყოველთვის კარგად ვართ, მაშინაც კი, თუ სახელმწიფო ენა არ ვიცით. ახალციხეში უფრო თავისუფლად და უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე, მაგალითად, ახალქალაქში ”, – ამბობს ჰოვსეპ ბაბაჯანიანი.
ის ახალციხის რაიონის სოფელ წყალთბილადან არის. მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის საბანკო საქმის განყოფილება დაამთავრა და მაგისტრის დიპლომი საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობით მიიღო, მაგრამ ამჟამად გიდად მუშაობს.
ოვსეფი ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად ამბობს: ”სომხეთიდან ისინი მაშინვე მიდიან ”ხოპანში ”, რადგან, როდესაც განათლება სომხურია, მათ საქართველოში მუშაობა არ შეუძლიათ”.
მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ განათლების მიღება გააგრძელოს საქართველოში, რადგან სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს და ახლა, როდესაც თავის არჩევანს გადახედა, მიაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ოვსეფის აზრით, თუ ადამიანი თავის პროფესიაში სათანადოდ განათლებულია, სამსახურის პოვნის მეტი შანსი აქვს.
”თუ მომინდება, ძალიან მარტივად ვნახავ სამსახურს, მაგრამ აქ, მხოლოდ სამუშაო არ არის საკითხი, არამედ ხელფასიც. ახლა მე უფრო მეტ ფულს ვშოულობ, ვიდრე სხვა სამთავრობო სამუშაოს შესრულებისას. ყველაფერს ვაკეთებ, რაც საშუალებას მაძლევს ბევრი ვიმუშაო”, – ამბობს იგი.
იყო დრო, როდესაც ოვსეფი ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობდა, მან კარგი შეთავაზება მიიღო, მაგრამ საქართველოდან არ წავიდა და, არც ნანობს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა “1 + 4”-ის ამოქმედების შემდეგ, გაიზარდა იმ სომეხი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ. ახალგაზრდების უმრავლესობა უკვე მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში.