ახალქალაქში თიბვის დრო დგება, სოფლის მოსახლეობა პირუტყვისთვის ზამთრის თივის მარაგს აგროვებს. ვიღაცა ამისათვის ახალ ტექნოლოგიებს იყენებს, ვიღაც მექანიკურ სათიბებს და ვიღაცას ურჩევნია ძველი მეთოდი – ცელი. სოფელ აგანადან ჩამოსულმა ანაჰიტმა იცის, რომ დღის ბოლოს ფეხები, ზურგი, მკლავები ეტკინება და ზარებიც გაუჩნდება, მაგრამ ზამთარში პირუტყვს მშიერს ვერ დატოვებს.
ახალქალაქის სოფლების უმეტესობა მთებს შორის იმალება, პეიზაჟი ხშირად შვეიცარიას წააგავს. იმ სოფლებში, სადაც ძირითადად მესაქონლეობით არიან დაკავებულნი, მასობრივად თიბავენ ბალახს, იყენებენ როგორც დიდ ტექნიკას, ასევე ხელის მექანიკურ სათიბს და ცელს.
უმეტესად მამაკაცები ამ რთულ საქმეს ადრიანად ასრულებენ. ქალები თივას ბულულებად აწყობენ და ისე აშრობენ. მაგრამ თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, მთლიანი ტვირთი ქალის მხრებზე გადადის.
თავზე თეთრი ცხვირსახოცით, რომ მზის დარტყმა აირიდოს, ქალი მუშაობას იწყებს.
ჩვენი გმირი- ანაჰიტი, სოფელ აგანაში ცხოვრობს. აქ ძირითადად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ. ზაფხულში, ყოველდღე სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებს პირუტყვს მთებში მიჰყავს, რადგან იქ ბევრი ბალახია. ზამთარში ყველა ზაფხულში მოთიბულ და გამომშრალ თივას იყენებს.
ანაჰიტსა და მის მეუღლეს მუშაობაში მისი მაზლი, შაქრო ეხმარება. თავდაპირველად ცელი უნდა მომზადდეს, რათა ბალახი მარტივად მოითიბოს.
თიბვის შემდეგ ხელები, ზურგი, ფეხები, დღის ბოლოს კი მთელი სხეული სტკივათ. როგორც ანაჰიტის თქმის მარტივი თიბვისთვის საჭიროა თქვენთვის მოსახერხებელი მიდგომა იპოვოთ.
”ჩემთვის რთულია თიბვა, მაგრამ დაქირავებული მუშები თავიანთ საქმეს ცუდად ასრულებენ”, – ამბობს ის.
ბალახის მოთიბვის შემდეგ მას მზეზე აშრობენ. მეორე დღეს, ბალახს მეორე მხარეს აბრუნებენ, რათა ორივე მხრარე თანაბრად გაშრეს. როდესაც ბალახი მშრალი და ხრაშუნაა, მას ორთითით ბულულად აგროვებენ. თანდათან თივის ბორცვები იქმნება.
წელს თივის ფასი 8-10 ლარია. სოფლის მოსახლეობას ფასი ეძვირება. მათი განმარტებით, მისაღები ფასი 4-5 ლარია.
თიბვისგან ქალების ნაზი ხელები ზარებით იფარება და უხეშდება. თუმცა, როგორც ანაჰიტი ამბობს, ზარები მოშუშდება, პირუტყვს კი მუდმივად სჭირდება საკვები.