საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ბათუმის ფილიალის მენეჯერი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა, ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში დაამზადა ყალბი ხელშეკრულებები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.
უწყების ცნობით, მითვისებული თანხა ჯამში შეადგენს 2.67.667 ლარს, 180.480 დოლარს და 80 ათას ევროს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით და 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს შვიდიდან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.