გასულ წელს საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 281 და გონებრივი ჩამორჩენის 1404 შემთხვევა დადასტურდა.
როგორც „InterPressNews“-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გასულ წელს შიზოფრენიის 159 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ზოგიერთი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის სტატისტიკა შემდეგია:
პარანოიდული შიზოფრენია: 130;
გრძელვადიანი ბოდვითი დარღვევები: 122;
ნევროზული, სტრესული და სომატოფორმული დარღვევები: 11761;
სოციოფობია: 17.