ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, რომელმაც «ბუდე დაიდო» დედამიწაზე, ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს – დღეს ბრძოლის ერთადერთი ეფექტიანი გზაა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, განსაკუთრებით რეგიონებში, ახალქალაქში კიდევ უფრო ნელა. გადავწყვიტეთ სოფლები შემოგვევლო, რომ გაგვეგო, რა იყო ამის მიზეზი. როგორც Jnews–ის გამოკითხვებიდან გაირკვა, ვაქცინაციის პროცესს ხელს უშლის არა მხოლოდ შიში, არამედ ვაქცინების შესახებ ინფორმაციის სიმცირე, ასევე ონლაინ რეგისტრაცია, რაც მხოლოდ ქართულ ენაზეა…
ახალქალაქში პირველი აცრა 5 მაისს გაკეთდა. ამჟამად ახალქალაქის საავადმყოფოში 466 ადამიანია ვაქცინირებული, რომელთაგან 132 ახალქალაქის და ნინოწმინდის მცხოვრებია. 50 მათგანი საავადმყოფოს პერსონალია. დარჩენილი 72 უმეტესად მეზობელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია.
მოსახლეობისთვის სამაგალითოდ, 19 მაისს ახალქალაქის რეფერალური კლინიკის მენეჯერი, ალექსან თოროიანი აიცრა ჩინური Sinopharm ვაქცინით.
ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერის ალექსან თოროიანის ვაქცინაციის პროცესი
ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის შემთხვევამ ახალქალაქის საავადმყოფოს თანამშრომლები შეაშფოთა: ისინი დიდი ხნის განმავლობაში არ იცრებოდნენ, მაგრამ ახლა მედპერსონალიდან 50 უკვე აცრილია, ზოგიერთი ახლახანს დარეგისტრირდა და ელოდება თავის რიგს. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალიდან პირველი, 22 ადამიანი 13 მაისს, ს აქართველოში ცნობილ ექიმებთან შეხვედრის შედეგად აიცრა. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მიერ იყო ორგანიზებული, აშშ-ში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
იმის გასარკვევად, თუ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინირებულთა შორის მხოლოდ 16%-ს რატომ შედაგენს (სამედიცინო პერსონალის გამოკლებით), Jnews-ი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, რამდენიმე სოფელს ეწვია.
«თუ ვაქცინაციას გამიკეთებენ და მოვკვდები, ვინ იზრუნებს ჩემს ასიაზე?” – რისი ეშინია არაგვას?
სოფელ არაგვას ცენტრში შეკრებილი მამაკაცები დღის განმავლობაში ნარდსა და კარტ თამაშობენ, განიხილავენ ახალ ამბებს, მათ შორის კორონავირუსის და ვაქცინაციის შესახებ. ადგილობრივები ამბობენ, რომ აცრის გაკეთებას არ გეგმავენ, რადგან არ იციან რა შედის ვაქცინის შემადგენლობაშ და ზიანს მიაყენებს თუ არა ეს მათ. თუმცა, ზოგი აღიარებს, რომ ვაქცინაციის გარეშე არაფერი გამოვა.
«თუ ვაქცინას გამიკეთებენ და მოვკვდები, ვინ იზრუნებს ჩემს ასიაზე?», – ამბობს სოფლის მოხუცი მცხოვრები.
«მე თვითონ არ ვაპირებ ვაქცინაციას და ჩემი ოჯახის წევრებსაც ნებას არ დავრთავ. ჩემი სიკვდილით მოვკვდები, არავითარი ვაქცინა არ მჭირდება», – ამბობს არაგვას მკვიდრი ვალოდია ვარდერესიანი.
«სხვა დაავადებების მქონე ადამიანები არიან, ადამიანებს არაფერზე არ იკვლევენ, დაუყოვნებლივ უკეთებენ აცრას, როგორ შეიძლება ასე? აუცილებელია ადამიანის შემოწმება. შეიძლება ადამიანი ავად არის, მას აცრა გაუკეთებენ და ის მაშინვე მოკვდება. ჩვენ არ ვიცით რა სარგებელი მოაქვს და რა ზიანი მოაქვს მას. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მათ უნდათ ისე გააკეთონ, რომ ხალხი არ დაავადდეს, მაგრამ შემოწმების გარეშე ეს არასწორია. ჩვენ, არც კი ვიცით, რა ვაქცინებია ხელმისაწვდომი. თუ საკითხის მეორე მხარეს გადავხედავთ – ვაქცინაციის გაკეთებაც არ არის არასწორი»,- ამბობს სოფელ არაგვას მცხოვრები, მარტიროს აივაზიანი.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვაქცინაციის ჩატარებამდე წინასწარი გამოკვლევა ყველასთვის არ არის აუცილებელი, და რომ ვაქცინაციამდე კითხვარს შეუძლია გამოავლინოს რაიმე, რაც სიფრთხილეს საჭიროებს.
«თუ ადამიანი გადაწყვეტს აცრას, ექიმი, რომელიც მას მიიღებს, პირველ რიგში იკითხავს, თუ რომელი ვაქცინით სურს აცრა. აქედან გამომდინარე ექიმს აქვს კითხვარი. ეს საკითხები მოიცავს დაავადებებს, ან პოტენციურ რისკ-ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა გაართულონ ვაქცინაციის პროცესი. არის რამდენიმე კითხვა: «გაქვთ რაიმე სახის რეაქცია წამლებზე?» «იღებთ, თუ არა რაიმე მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე?» სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს გარკვეული სახის დაცვა».
დილისკაში ხალხს ვაქცინაციას ადგილზე სთავაზობენ
დილისკას, ისევე, როგორც არაგვას მოსახლეობა წუხს იმაზე, რომ მოსახლეობას გამოკვლევებს არ უტყარებენ, მაგრამ ვაქცინაცია შემოწმების გარეშე მიდის.
აქ მოსახლეობა შეშფოთებულია რეგისტრაციის პროცესითაც, რომელიც ხორციელდება ონლაინ და მხოლოდ ქართულ ენაზე.
”თუ ეს საერთო მოვლენაა, ჩვენ ყველამ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა, მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებმაც. პირველი, ვაქცინაციისთვის უნდა დარეგისტრირდეთ ონლაინ. ჩვენს 60-70 წელიწადში საიდან ვიცით, სად დარეგისტრირდეთ, სად გაგვიკეთებენ ვაქცინას. დაგვეხმარება თუ არა, ხალხმა ვაქცინა უნდა გაიკეთოს, ეს შეიძლება ფასიანიც კი გახადონ. სახელმწიფოს იმედი არ უნდა გვქონდეს, ერთ თვეში იტყვიან, რომ აცრის გაკეთებაა საჭირო, თუ არ აიცრები, დაგაჯარიმებთ. ჩვენ ურთიმიმოსვლა გვაქვს სომხეთთან, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ, რომ საზღვრის გადაკვეთა შევძლოთ”, – ამბობს სოფლის ასაკოვანი მცხოვრები.
როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან გვაცნობეს, ონლაინ რეგისტრაცია ხელს არ უშლის ვაქცინაციის პროცესს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია საავადმყოფოში მისვლა და ისინი დაეხმარებიან რეგისტრაციაში. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ სოფლიდან ადამიანი უნდა ჩავიდეს ქალაქში, დარეგისტრირდეს საავადმყოფოს თანამშრომლების დახმარებით და დაბრუნდეს, შემდეგ კი, ისევ მივიდეს ვაქცინაციისთვის. უფრო მარტივია ცხელ ხაზზე დარეკვა – 15 22 და აცრაზე ჩაწერა.
დილისკას მოსახლეობა კიდევ ერთ ალტერნატიულ მეთოდს სთავაზობს, რაც სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციას გაამარტივებს.
”ჩამოვიდნენ სოფელში და გამოაცხადონ, რომელიმე დღეს უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია. ჩვენ სოფელში გვაქვს პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი, მოვიდნენ და გააკეთონ ეს სოფლის პირველადი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში. მსურველები ერთ დღეს მოვიდნენ და წინასწარ დარეგისტრირდნენ, მეორე დღეს კი, მივლენ და აიცრებიან. ჩვენ პენსიაზე ვაპირებთ გასვლას ერთ ან ორ წელიწადში, მერე შეიძლება თქვან, რომ თქვენ არ ხართ აცრილი, პენსია არ გეკუთვნითო. ამიტომ, ხალხს ვაქცინაცია მოუწევს, მათ შეუძლიათ ხვალ ქუჩაში გაგვაჩერონ და გვკითხონ ვაქცინირებული ვართ თუ არა, და თუ არა, დაგვაჯარიმონ”, – ამბობს სოფლის მკვიდრი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში (NCDC) ასევე, შეშფოთებულნი არიან ვაქცინაციის პროცესით. მას შემდეგ, რაც მასობრივი ვაქცინაცია ივლისში დაიწყება, კლინიკები და საავადმყოფოები ამისთვის საკმარისი არ იქნება, სადაც ეს პროცესი ხორციელდება. ხოლო ცენტრში ეძებენ, სად და როგორ შეგიძლიათ დამატებით აცრა. ამ მიზნით, NCDC- მა წერილით მიმართა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს (CPH), რათა გაერკვია, რა ალტერნატიული ადგილები და ვაქცინაციის შესაძლებლობები არსებობს რაიონის საავადმყოფოს გარდა.
”ყველა სოფლის ამბულატორია ვერ ატარებს ვაქცინაციას, რადგან არ არის საკმარისი სამედიცინო მუშაკი. საავადმყოფოში თქვეს, რომ მათ არ ჰყავთ პერსონალი, რომლებიც შეძლებენ სოფლის სამედიცინო პუნქტებში ვაქცინაციის ჩატარებას. სამედიცინო ცენტრი მუშაობს სოფელ ბარალეთში, მას ჰყავს პერსონალი, ჩვენ მივმართეთ მერიასა და გუბერნიას, რათა დაგვეხმარონ ვაქცინაციის პროცესში: კომპიუტერი, ტრანსპორტი, მაცივარი და ა.შ. ახლა ველოდებით პასუხს”, – განაცხადა Jnews– თან ინტერვიუში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, ავეტიკ ტონაკანიანმა.
დილისკაში აღნიშნავენ, რომ ვინც სამუშაოდ მიდის რუსეთში, ვაქცინა უნდა გაიკეთოს, რათა შეძლოს საზღვრის გადაკვეთა.მოსალეობას შორის არცერთმა არ იცის, რამდენი სახის ვაქცინაა ქვეყანაში, მაგრამ ამბობენ, რომ სმენიათ, რომ რუსული საუკეთესოა. ეს იმიტომ ხდება, რომ მუნიციპალიტეტში ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, რუსული მედიაა. მოსახლეობა ყვება, რომ თითქმის ყველამ გადაიტანა კორონავირუსი, მაგრამ მკურნალობდნენ სახლში. მხოლოდ რამდენიმემ მიმართა ექიმს.
კარტიკამში სურთ იცოდნენ, რა განსხვავებაა ვაქცინებს შორის?
სოფელ კარტიკამის მოსახლეობას კიდევ ერთი საკითხი აინტერესებს, რატომ არის ასაკობრივი სხვაობა ვაქცინებს შორის.”რატომ არის, მაგალითად, განსხვავება ასაკში? მათი თქმით, 55-60 წლის ასაკში სხვა ვაქცინით უკეთებენ აცრას, უფრო ახალგაზრდა ასაკში – სხვა. ჩემი თანატოლების უმეტესობა ამბობს, რომ ჩვენგან დაიწყეს ლიკვიდაცია ისე, რომ ჩვენთან ერთად პენსია გაქრეს. ხალხში არის ასეთი ეჭვი, რადგან ამჟამად ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არის. აი, რაში მდგომარეობს კითხვა”,- ამბობს ვაზგენ ესაიანი.საქართველოში შეუძლიათ ვაქცინაცია:
- 55 წელს გადაცილებულები Pfizer ვაქცინით
- 45 წლის ასაკიდან AstraZeneca ვაქცინით
- 18 წლის ასაკიდან Sinopharm და Sinovac ვაქცინებით
დღესდღეობით მხოლოდ სინოვაკით არის შესაძლებელი ვაქცინაცია, ვინაიდან ქვეყანაში სხვა ვაქცინები არ არსებობს. მთავრობის დაპირებით, ივლისში მიიღებენ. ყველა ეს ვაქცინა რეკომენდირებულია 18 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ხოლო Pfizer– ი 12 წლიდან. თუმცა, მედპერსონალის პასიურობის გამო, მათ გეგმა უნდა შეესრულებინათ და გადასულიყვნენ შემდეგ ასაკობრივ კატეგორიაზე, ამიტომ Pfizer–ით 55 წელზე მეტი ასაკის ადამიანები აცრეს. AstraZeneca– ს შემთხვევაში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა დაედგინა ასაკი, თავიდან 55 წლიდან და ზემოთ, შემდეგ შეზღუდვა 45 წლამდე შემცირდა. რატომ არის ასე, განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ხათუნა ზახაშვილმა:
”ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, რომლებმაც დამოუკიდებლად შეისწავლეს თრომბოემბოლიის შემთხვევები AstraZeneca–ს ვაქცინაციის შემდეგ, დაადგინეს, რომ ეს გარკვეულწილად უკავშირდება ასაკს. მას შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებმა, ამ ვაქცინით სხვადასხვა ასაკის ადამიანი აცრეს, მაგრამ დღეს, ევროპის უმეტეს ქვეყნებში, AstraZeneca-ს ვაქცინაცია ტარდება 18 წლიდან, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც Astrazeneca-ს ვაქცინით აცრები შეწყდა, როგორიცაა ავსტრია და გერმანია. იშვიათი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა ამ საკითხს ძალიან ფრთხილად მიუდგეს, ასაკობრივი ზღვარი შეამცირა, მხოლოდ 10 წლით (55-45). ჩვენ ვაკვირდებით AstraZeneca- ს სხვა კვლევებს მთელს მსოფლიოში და საიმედო შედეგების საფუძველზე შეგვიძლია კვლავ შევცვალოთ ასაკობრივი ზღვარი, ვიმედოვნებთ, რომ კვლავ შევძლებთ დაწევას. ”
მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქრონიკული, ან თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანების ვაქცინაცია უკუნჩვენებას იძლევა.”ავად რომ არ ვყოფილიყავი, აცრას გავიკეთებდი, მაგრამ, რადგან ავად ვარ, ცოტა სარისკოა. გულის დაავადება მაქვს, ასევე, ვარიკოზული გაგანიერება, სპილოთიაზი, – ვკითხე ექიმს, ასე არ ვიკეთებ ვაქცინაციას, ხოლო ჩემი ოჯახის წევრებს აცრა არ უნდათ. თუ მოგვიანებით მოხდა ისე, რომ საზღვრის გადაკვეთა არ შეგვეძლება, მოგვიწევს აცრა, გვინდა თუ არა ეს, ყველა ჩვენი ნათესავი რუსეთში იმყოფება ”, – ამბობს კარტიკამის მცხოვრები.ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პირიქით, ამბობს, რომ ვაქცინაცია სავალდებულოა COVID-19 რისკის მქონე ადამიანებისთვის.
“რისკის ჯგუფში შედიან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები: გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი. მათთვის ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ერთადერთი უკუჩვენებაა, თუ ადამიანს აქვს სხვა ალერგიული, ანაფილაქსიური შოკის ისტორია სხვა ვაქცინებთან, ჩინური ვაქცინა (სინოფარმი) არ კეთდება. AstraZeneca კეთდება. თუ პირველი ვაქცინის შემთხვევაში იყო ალერგიული რეაქცია, მაშინ მეორე დოზითაც იქნება 100%-ით”.
კარტიკამში იყვნენ ადამიანები, ვისაც ვაქცინაცია უნდოდა.არტურ პოზოიანი, სოფელ კარტიკამის მცხოვრები
”მე მძღოლად ვმუშაობ, ახლა, როდესაც ისინი უკვე ჩამოდიან რუსეთიდან, მგზავრების 60% აცრილია Sputnik V-თი, მეც მინდა ვაქცინაცია, მივმართე რუსეთს, მათ მითხრეს, რომ აცრას ჩემს ქვეყანაში გამიკეთებენ, ვაქცინაცია უკეთესია, ვიდრე ყოველ ჯერზე ტესტის გაკეთება”,- ამბობს არტურ პოზოიანი.
კოთელიის მცხოვრები: მე უფრო ინფექციის მეშინია, ვიდრე ვაქცინის
ფანაჯაკიძეების ოჯახის წევრებმა პირველებმა გადაწყვიტეს და ზუსტად ახალქალაქის კლინიკაში გაიკეთეს აცრა.”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, პირველ რიგში, მე უფრო მეშინია ინფექციის, ვიდრე ვაქცინების და მეორეც, ერევანში ბევრი ნათესავი მყავს, საზღვრის გადაკვეთა მიწევს, ყოველ ჯერზე, ამდენს ვერ გადავიხდი ტესტებისთვის, უკეთესია ვაქცინის გაკეთება. რამდენიმე დღის წინ ჩემი რძალი აიცრა, მე და ჩემი მეუღლე დარეგისტრირდებით ვაქცინაციაზე. ჩემი ერთი ვაჟი აღვანეთში მსახურობს და იქ გუკეთეს აცრა. ჩემი კიდევ ერთი ვაჟი ბაშკირეთშია, მან დილით დამირეკა და მითხრა, რომ მას სამსახურში გასვლის უფლებას არ აძლევენ, მას აცრა უნდა ჩაუტარდეს და სახლში დარჩნენ ვაქცინაციისთვის. და საბოლოოდ, ჩვენ მთელი ოჯახით გავიკეთებთ ვაქცინაციას”,- ამბობს შუშანიკ გრიგორიან-ფანჯაკიძე.
მერი წინწყალაძე, რომელიც რისკ ჯგუფშია, თბილისში აიცრა, მისი მამის პეტრეს თქმით, მის სამუშაო ადგილზე ეს სავალდებულოა. მერი კარწახის სასაზღვრო პუნქტზე მუშაობს.მიხეილ კავრაშვილს მიაჩნია, რომ ვაქცინაცია იცავს, როგორც ვაქცინირებულს, ისე მის გარშემო მყოფ ადამიანებს, მაგრამ მას ჯერ არ გაუტარებია ვაქცინა, რადგან ჯერ არ გადაუწყვეტია რომელი ვაქცინა უნდა.”ეს სავალდებულოა, ჩვენ უნდა გავიკეთოთ ვაქცინაცია საკუთარი თავისა და ჩვენს გარშემო მყოფი ხალხისთვის, მე მივესალმები სავალდებულო ვაქცინაციას. ახლა საზღვრები გახსნილია, ტურისტები ჩამოვლენ, საიდან მეცოდინება, ნორმალური კონტროლი იქნება თუ არა საზღვარზე, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. ვაქცინაციას ვაკითებ იმ ვაქცინით, რომელსაც დაცვის მეტი პროცენტი ექნება”, – ამბობს მიხეილ კავრიაშვილი, სოფელ კოთელიას მცხოვრები.
დღეისათვის საქართველოში 266 161 ადამიანია ვაქცინირებული, საიდანაც 104 196-მა მიიღო ვაქცინის ორი სრული დოზა, ხოლო 161 965-მა, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დოზა. სამცხე-ჯავახეთში აცრილია 2 814 ადამიანი. ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი გაიზარდა. საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის ეტაპის დაწყებისთანავე, სიტუაცია უნდა შეიცვალოს …