2 ივლისს, გვიან საღამოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფარავნის ტბაში ახალგაზრდა დაიხრჩო. ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს. 

რადიო „ნორის“ წყაროს თანახმად, გარდაცვლილი 17 წლის ახალგაზრდა 23:00 საათზე ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვერ შეძლო.

ცხედარი ტბადან მაშველებმა გამოიყვანეს. არასრულწლოვანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია.

რედაქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ელოდება.