საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მიკროავტობუსებით მოძრაობა დროებით შეჩერებული მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში.
აღნიშნული შეზყუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან არის დაკავშირებული.
მოსახლეობას დროებით მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი, როგორიცაა მეტრო და ავტობუსები.
თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით გადაწყვეტილება სპეციალისტების რეკომენდაციით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული.
მისი განცხადებით, მიკროავტობუსები, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შედარებით მცირე ზომისაა, რის გამოც ითვლება, რომ ტრანსპორტის ეს სახეობა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, მეტ საფრთხეს ქმნის.
“იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საბავშვო ბაღების და სკოლების მუშაობა შეჩერებულია და გარკვეული საჯარო მომსახურება დროებით შეზღუდულია, შესაბამისად ქალაქში შედარებით ნაკლები ადამიანი მოძრაობს და ჩვენ შევძლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მეტრო და ავტობუსი) მოვემსახუროთ მოსახლეობას”,- განაცხადა კალაძემ.