ელექტროენერგიაზე ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების მონტაჟი პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და პირველ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით იმ ახალი საცხოვრებელი კორპუსებისთვის იქნება სავალდებულო, რომლებიც ქსელთან პირველ ოქტომბრამდე მიერთდებიან. ამის შესახებ “საქმის კურსს” სემეკის

მისი თქმით, ჭკვიანი მრიცხველით ეტაპობრივად ყველა ის მრიცხველი ჩანაცვლდება, რომელიც მომხმარებელს დღეს აქვს. თუმცა კონკრეტულად როდის უნდა დაიწყოს ძველი მრიცხველების ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლება ჯერ უცნობია. შესაბამისი გრაფიკი კომისიამ უნდა დაამტკიცოს.

“პირველ რიგში, ჭკვიანი მრიცხველების მონტაჟის ვალდებულება იმ მრავალბინიან კორპუსებზე გავრცელდება, რომლებიც ქსელთან მიერთდებიან 2021 წლის 1 ოქტომბრიდან. გარდა ამისა, მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ თუ სურვილი ექნებათ, მიმართონ კომპანიებს და მოითხოვონ ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება”, – განაცხადა სალომე ჯანელიძემ.

სალომე ჯანელიძე იმ უპირატესობებს ასახელებს, რაც ჭკვიან მრიცხველებს ტრადიციულ მრიცხველებთან შედარებით აქვს.

“უპირველეს ყოვლისა, ის აძლევს შესაძლებლობას როგორც კომპანიებს, ასევე მომხმარებელს, დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მრიცხველს დაუკავშირდნენ და მიიღონ მრიცხველისგან ისეთი მონაცემები, როგორიცაა მოხმარებასა და ფასების შესახებ ინფორმაცია და სხვა[…]

შესაძლებელი ხდება დროში დიფერენცირებული ტარიფებით დარიცხვა. მოგეხსენებათ საბითუმო ბაზარზე გადავდივართ ახალ პრინციპზე – საათობრივ ვაჭრობაზე, ანუ ელექტროენერგიის ფასი განსხვავებული იქნება საათების მიხედვით. როდესაც ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, პიკის საათებში, ბუნებრივია, მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპიდან ფასიც მაღლა აიწევს. ხოლო როცა შედარებით დაბალი იქნება მოთხოვნა, ამ დროს ელექტროენერგია იქნება შედარებით იაფი. სწორედ ამ პრინციპის საცალო ბაზარზე გადმოტანის შესაძლებელს მოგვცემს ჭკვიანი მრიცხველები. მაგალითად, მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ სარეცხის მანქანა ჩართოს იმ დროს, როდესაც ელექტროენერგია შედარებით იაფია და ამგვარად დაზოგოს ხარჯები”, – ამბობს სალომე ჯანელიძე.