საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 172 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 022 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 350, „პისიარ“ ტესტით – 8 672.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,77% ბოლო 14 დღის – 1,62%, ბოლო შვიდი დღის – 1,31%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 262 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 253 გამოჯანმრთელდა, 3 563 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 300, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 379 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 154 პირი.
ამასთან, 4 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი.