საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება ორჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარამდე იზრდება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
გარდა ამისა, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. აღნიშნული გადაწყვეტილება 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება.
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.