ვაჰან ტერიანის მშობლიურ სოფელ განძაში უნიკალური ოჯახი ცხოვრობს. კაზარიანები ზრდიან 12 შვილს. აქ უკვე დანამდვილებით იციან, რომ მრავალ შვილს ბევრი ზრუნავა სჭირდება, რასაც თან დიდი ბედნიერება მოაქვს.
ეზოდანვე შეიმჩნევა ის, რომ ამ ოჯახში ბევრი ხალხი ცხოვრობს. გაზაფხულის მზეზე დაფენილი დიდი სარეცხის შრება. კაზარიანების ოჯახო ჭიშკართან გვხვდება. სახლში სიმშვიდეა, ვერ იტყვი, რომ აქ ბევრი ბავშვი ცხოვრობს. ზოგიერთი მათგანი ბაბუას გარშემო შეიკრიბა და ნარდს თამაშობს, უნცროსებმა კი თავი კომპიუტერთან მოიყარეს და მულტფილმს უყურებენ. «უფროსი ვაჟები ერევანში სწავლობენ, ერთი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ინსტიტუტში სწავლობს, ხოლო მეორე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტია. ბიჭებიდან ერთერთი ფასიან ფაკულტეტზე სწავლობა, მეორე კი უფასოზეა»,- აქეთ იქით ყურებით გვიამბობს მამა.
ოჯახში 7 ვაჟი და 5 გოგონა ჰყავთ: აკობ, ალექსან, ოვანეს, მანუკ, ნარე, არუთ, დავიდ, არფი, მარიამ, გოარ, მკრტიჩ, ლუსინე. მშობლებისათვის ბავშვის სახელის შერჩრევა რთული პროცესია, სომხურ ოჯახებში სახელებს ახლობლებთან ერთად ირჩევენ. ზოგ ბავშვს სახელი ბებიებისგან, ბაბუებისგან, დიდი ბებიებისა და ბაბუებისგან მემკვიდრეობით ერგო. მაგალითად, ნარე და გოარ ბიძის და დეიდის საყვარელი სახელებია…
ოჯახის დიასახლისი ვარდუი აღიარებს, რომ პატარების მოვლაში მას ხშირად უფროსი ბავშვები ეხმარებიან. საჭმელს აქ 10 ლიტრიან ქვაბში ამზადებენ, რაც ოჯახს მხოლოდ ერთ შეჭმაზე ჰყოფნით. «უფროსი ბავშვები პატარებს ეხმარებიან, და როგორც ყველგან ხდება, კამათობენ და ჩხუბობენ კიდეც»,- ღიმილით ყვება ვარდუი.
«როდესაც იგებენ 12 შვილი, ჰგონიათ, რომ რთულია. უკვირთ, თუ როგორ უგებენ ერთმანეთს, როგორი ოჯახია. ნელნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგება»,- ამბობს ვარდუი.
როდესაც ვარდუიმ სედრაკი გაიცნო, ის 18 წლის იყო. “საბედისწერო შეხვედრა” სომხეთის ქალაქ გიუმრიში მოხდა. ის, თუ ბედისწერა სად წაიყვანდა, ვარდუიმ არც კი იცოდა.
«ჩვენ ქალაქ გიუმრისთან მუდამ მჭიდრო კავშირი გვქონდა. მე იქ მყავდა ნათესავები, დეიდა. ვსტუმრობდით ხოლმე, კავშირი გვქონდა»,- ყვება სედრაკი და ვარდუის შესცქერის.
«ძალიან კარგი იყო. ყველამ ისე თბილად მიმიღო. ჩემი 19 წლის იუბილე მე აქ, განძაში გადავიხადე. სკოლის დამთავრების თანავე, დაოჯახებამდე უკვე ვმუშაობდი. ვქარგავდი. დაოჯახების შემდეგ 22 წელი აღარ მომიქარგავს, დრო არ მქონდა. ბოლო დროს ისევ დავიწყე»,- ყვება ვარდუი.
დღეს 2 ბავშვის გაზრდა რთულია, ხოლო 12-ის გაჩენა და აღზრდა ნამდვილი გმირობაა. კაზარიანების ოჯახი დიდი ხანია ყველა პრობლემას თავად აგვარებს, მამა ფოტოებს და ვიდეოს იღებდა, ამასთანავე ის ახლა დაკავებულია სოფლის მეურნეობით.
«ცხოვრება სირთულეებზეა აგებული, მაგრამ მადლობა უფალს. თუკი ღმერთმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ისინი უნდა დაბადებულიყვნენ, ასეც უნდა ყოფილიყო. არის ცუდი დღეებიც და კარგიც. დილა იწყება, ვდგებით, ვიცვამთ, ზოგი სკოლაში მიდის, ვინც სახლშია სახლის საქმეებით არის დაკავებული. ჯერ არ დამდგარა საღამო. ჩვენ გვყავს 7 სკოლის მოსწავლე და 2 სტუდენტი»,- ყვება სედრაკი და ამატებს, «უფრო მარტივია იმის კითხვა, თუ რა არ გვჭირდება, ვიდრე იმის თუ რა გვესაჭიროება. საკვები, ტამსაცმელი, სასკოლო ნივთები. ასევე გვჭირდება სახლის მოწესრიგება, სახურავის საკითხის მოგვარება. გვინდა, რომ საკვები გვქონდეს უკეთესი. გვიჭირს გათბობა. საერთო ჯამში საფიქარლი ბევრი გვაქვს».
სახელმწიფო უკვე წელიწად ნახევარია რაც მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება, ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან 50 ლარს ღებულობს, თუმცა ეს თანხა გათბობის გადასახადისათვისაც კი არ არის საკმარისი.
«წელიწადზე მეტია, რაც სახელმწიფო გვეხმარება. აქამდე არასრულწლოვან ბავშვებს 10 ლარს უხდიდნენ. სოციალური დახმარების სამსახურიდან იყვნენ მოსულები, მაგრამ იყო რაღაც დაბრკოლება და სხვა სახის დახმარება არ ყოფილა. ალბათ მაღალი ქულები გვქონდა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა გვაქვს. მრავალშვილიანობაზე ყველას 50 ლარს უხდიან»,- ამბობს სედრაკი.
თუმცა სედრაკისა და ვარდუისათვის ბავშვებზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ყველაფერში მათ ღვთის იმედი აქვთ.
«როგორც არ უნდა დავიღალო და რა საფიქარლიც არ უნდა მქონდეს, ვეთამაშები ჩემს პატარა ქალიშვილს და ყველაფერი თავის ადგილზე დგება»,- ამბობს ვარდუი კაზარიანი.