კორონავირუსი უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილი გახდა. როგორც მსოფლიოს ქვეყნებში, ასევე საქართველოში სხვადასხვა ზომებს იღებენ დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი ასეთი პროფილაქტიკური ღონისძიებაა ვაქცინაცია, რომლის პირველი პარტია საქართველომ 13 მარტს მიიღო. ექსპერტების აზრით, კორონავირუსი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც დოვებს შედეგს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი, ფსიქიატრი, ნინო ოკრიბელაშვილი ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე, მის გავლენაზე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს.
როგორ მოქმედებს კოვიდი იმ ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ვინც გადაიტანა ვირუსი, ან საერთოდ არ დაინფიცირებულან?
– ზოგადად, პანდემია და ასეთი მასშტაბური პრობლემა პოპულაციური გამოცდილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის არსებობა შეეხო აბსოლიტურად ყველას და ყველა ადამიანში ამა თუ იმ მასშტაბით გარკვეული შფოთვა, ფიქრი, ქცევის ცვოლილებები გამოიწვია, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანს, რომელსაც გადატანილი აქვს და უშუალოდ შეეხო ავადმყოფობა ამ საკითხს თუ განვიხილავთ, რა თქმა უნდა პაციენტები, რომლებთანაც “კოვიდ – 19” მძიმეს მიმდინარეობდა, მათი მდგომარეობა უფრო საყურადღებოა, ვიდრე იმ ადამიანების, ვისაც არ გადაუტანია კორონავირუსი.
რას ვგულისხმობ ამაში? ადამიანები, რომლებსაც ზოგადად შფოთვა მოემატათ, ცოტა უფრო მეტ სიფხიზლეს იჩენენ გარკვეული ქმედებების მიმართ, ამ ადამიანებისგან განსხვავებით “კოვიდ 19”-ის გადატანის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე ფორმებში, ძლიერდება ისეთი სიმპტომები, რომელიც შფოთვას და კოვიდს ერთნაირი აქვს, ეს არის მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, შიში, დაძაბულობა, სიკდილის შიში, რომელიც ძალიან, ძალიან სერიოზულად აისახება ადამიანზე აი, ამ თვალსაზრისით.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ფსიქიკური არასტაბილურობა კოვიდის დროს, ან მის შემდეგ?
– ამაზე საუბარი ძალიან რთულია დღეს, თუმცა, არსებოს ძველი ეპიდემიების გამოცდილება, რომლებიც გვეუბნება, რომ დაახლოებით პრობლემის ამოწურვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგაც კი (3-5 წლის განმავლობაში) შენარჩუნებულია გარკვეული შფოთვითი დამოკიდებულება, რაღაც-რაღაც მიმართულებებში. თუ შფოთვითი პრობლემები დაიწყო, ისინი ძალიან მარტივად არ ამოიწურება და შესაძლოა ფსიქიკური დარღვევა განვითარდეს, რომელსაც შფოთვით აშლილობას ვუწოდებთ. წავიკითხე ერთი სტატია, სადაც იყო ერთი კვლევა, რომელიც შეეხბა იმას, თუ ვისზე, როგორ აისახება პრობლემები, მაგალითად არსებობს კვლევები, სადაც მტკიცდება, რომ მათ შორის, ვისაც სერიოზული კარანტინი შეეხო, დაახლოებით 30%-ს პოსტრავმული სტრესული აშლილობა აღენიშნება, ხოლო სამი წლის შემდეგ, დაახლოებით 10-15%-ს დეპრესიული სიმპტომებიც კი შეიძლება გამოუვლინდეს. ამავე სტადიაში იყო საუბარი, რომ კარანტინში მოხვედრილები თვეების და წლების შემდეგაც, თავს არიდებდნენ ისეთ ადამიანებს, ვინც ახველებს. მათ უმრავლესობას შენარჩუნებული ჰქონდა ხელების დაბანის გახშირებული ჩვევა, ჯგუფურ ღონისძიებებს თავს არიდებდა და ასე შემდეგ. აი, ამას მოველით მომავალში, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები იქნებიან თვითიზოლაციაში და რაღაც ძალიან ცუდი მდგომარეობები ექნებათ.
რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ კორონავირუსის შედეგებმა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა არ მოახდინოს?
– სტრესისადმი მოწყვლადობა, მათ შორის, კოვიდის მიმართ განპირობებულია ადამიანის ცოდნით, გამოცდილებით და გამკვალვების უნარების არსებობით. იმ ადამიანებს, რომლებსაც შფოთვთან გამკვლავების ჯანსაღი უნარი აქვთ, უფრო უადვილდებათ კარგ შედეგებზე გასვლა, მაგრამ, თუ ადამიანს ასეთი უნარები ცხოვრების განმავლობაში არ გააჩნია, იმის გამო, რომ არის ახალგაზრდა, როცა პარალელურად ჯანმრთელობის სხვა პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანებში გამკლავების პროცესი გაცილებით უფრო რთულად და ძნელად მიმდინარეობს.
დღეს ბევრს ეშინია ვაქცინაციის (ახალციხეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ). როგორ ფიქრობთ, ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია სწორი გზით არის მოწოდებული, რომ მას გავლენა არ ჰქონდეს ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?
– ის, რომ ვაქცინაცის მიმართ დაბალი მზაობაა, ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ გარკვეული სტრუქტურების ცუდი მუშაობით. მაგალითად, იგივე იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დაიწყო ჩვენზე უფრო ადრე, არ ჰქონიათ ასეთი ფატალური შემთხვევა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მაინც არაა პირდაპირ კავშირში უშუალოდ Astrazeneca-ს ვაქცინასთან, მიუხედავად იმისა, იმ ქვეყნებშიც კი დაახლოებით 20%-ი ამბობს, რომ მათ აქვთ რწმენა ვაქცინის მიმართ, 45%-ი ამბობს, რომ გარკვეულწილად აქვს იმედი და დარწმუნებულია ვაქცინაციის ეფექტიანობაში, მაგრამ ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
ძალიან რთულია საუბარი და პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ დავარღვიოთ ვაქცინაცის შესახებ არსებული მითები – დაწყებული მიკროჩიპიდან, დამთავრებული იმით, რომ ვაქცინამ შესაძლოა ფსიქიკური აშლილობა გამოიწვიოს, მაგალითად შიზოფრენია. ასევე არის ძალიან ცუდი მითი, რაზეც აუცილებლად უნდა იმუშაონ, როგორც მოსახლეობაში ნდობით არჭურვილმა პირებმა, ვისაც ხალხი ენდობა და უნდა თქვან, რომ მითია ის, რომ, რადგან ყველა არ კვდება, ვისაც “კოვიდ-19” შეხვდა, მე გადავრჩები, ვაქცინას თუ არ გავიკეთებ. ძალიან ცუდი ვირუსია და ძალიან ცუდი გამოვლინებები აქვს.
სხვათა შორის, ეს ცუდი გამოვლენები ხანდახან არის არა უშუალოდ ინფიცირების მომენტში, არამედ შემდგომ პერიოდში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სამუშაო ძალიან ბევრი აქვთ, როგორც შესაბამის სტრრუქტურებს, ასევე მოსახლეობას. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად არ არსებობს ინფორმაცია, რომ შეგვიძლია ვაჯობოთ ვაქცინაციას. ძალიან მიხარია, რომ დღეს, საუბარია უკვე იმაზე, რომ გამოჩნდა ერთი სამკურნალო პრეპარატი, რაც ძალიან ბევრ იმედს აჩენს, მაგრამ არ ვიცით ეს პრეპარატი როდის შეეხიდება ჩვენს რეალურ ყოფას.
17 მარტს Astrazeneca-ს ვაქცინით გავიკეთე აცრა. ვიცოდი, რომ ორ კვირაში Рfazer-ის ვაქცინა ქვეყანაში იქნებოდა და დარეგისტრირების დრო მექნებოდა. არ მქონია რეციდივი, არანაირი გართულება ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ. ჩემი ოჯახის მოხუცი წევრი, 83 წლის დედა, აცრილია იგივე ვაქცინით და გარწმუნებთ, რომ დედა ძალიან მიყვარს. ვეძებ ინფორმაციას, რომლითაც ვხელმძღვანელობ. გარკვეული რისკებისთვის მზად ვიყავი. ჩვეულებრივი ვაქცინაციის შემდეგაც კი, რაიმე სახის ნაკბენმა შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.
როგორია საქართველოს სტატისტიკა, კორონავირუსის შემდეგ, ბევრია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი?
– იცით რაშია საქმე? ჩვენი სახელმწიფო, უახლოეს მომავლაში ვერ შეძლებს მიაღწიოს მიზნობრივ მობილიზებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, რომ შეიქმნას, რაღაც სერვისები და ასე შემდეგ. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები პირველ ეტაპზე უფასო იქნება. მომავალში კი, ზოგიერთ სერვისს სახელმწიფო დააფინანსებს, ზოგი კი არა. დღეს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობა ძალიან ძნელია, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ საქართველოში მიმართვიანობა, მაინც უფრო მეტია პირველ ეტაპზე კერძო სერვისების მიმართ, საიდანაც ერთიანი ინფორმაცია არ გვაქვს. მაგრამ მე, როგორც ერთ-ერთმა კონკრეტულმა არასახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ფსიქიატრმა, შემიძლია გითხრათ, რომ პირველად პაციენტების მომართვიანობა სწორედ შფოთვითი პაროქსიდმებით იყო და არა ისეთი პრობლემებით, როგორცაა მაგალითად შიზოფრენია, ბიპოლარული აფექტური აშლილობა, ანუ სწორედაც, რომ დაახლებით ისეთივე პატამეტრებით მივდივართ, რაზედაც უფრო უკეთესი სტატისტიკა აქვს მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს. რას ველი მე ერთი საშუალო სტატისტიკური ადამიანი? ველი იმას, რომ, ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანების დაახლოებით 50%-ში იქნება ოდნავ მომატებული შფოთვითი მდგომარეობა, შესაძლოა გარკვეულწილად გამოიხატოს დეპრესიული სიმპტომები, მაგრამ უფრო მეტად ისეთი სიმპტომატიკა, როგორიცაა პოსტრავმული სტრესული სიმპტომები, ალბათ, უფრო მეტი იქნება, აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამრიდებლობა, იმ პრობლემებისგან თავის არიდება, რამაც შესაძლოა შფოთვა გააძლიეროს.
მთავრობის, ან მასობრივი საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სწორად არის გადაცემული?
– არსებობს რჩევები, მაგრამ უფრო მეტი აქტივობა გვჭირდება. ამავე დროს, უნდა ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელისუფლებას, რომლებიც უფრო პოპულარულნი არიან მოსახლეობაში. მაგალითად, თინეიჯერებისთვის ასეთი ადამიანი შესაძლოა გახდეს წარმატებული სპორტსმენი, მათი თანატოლი და არა ექიმი, რომელსაც თითქმის არავინ იცნობს. როდესაც ვთქვი: „დაიცავი შენი თავი, დაიცავი შენი ოჯახი“, ეს განცხადება მიმართული იყო სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ვაქცინის მიმართ. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ისინიც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში. ალბათ, მითების ნგრევაზე უნდა ვიმუშაოთ, იმიტომ რომ გარკვეული დეზინფორმაცია არის არა მიზნობრივი, არამედ უცოდინობიდან გამომდინარე. მასმედიაში გავრცელებული ნეგატიური ინფორმაცია, ასევე, განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ცრუმორწმუნეები არიან, აქვთ განათლების დაბალი დონე.
რას ურჩევდით ადამიანებს?
– როცა შფოთვას, მოუსვენლობას გრძნობთ, რაც შესაძლებელია თვითონვე დაძლიეთ, უმჯობესია არ დაიწყოთ თვითმკურნალობა და ბუნებრივ მეთოდებს მიმართოთ, კერძოდ, მოაწესრიგეთ კვების რეჟიმი, არ იყოს ცხიმიანი საკვები, დღეში სამჯერ მაინც უნდა იკვებოთ – საუზმე, სადილი, ვახშამი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხილი და ბოსტნეული მიირთვათ, წყალი, აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. ისეთი პოზიტიური რამ, როგორიცა მაგალითად ოჯახის წევრებთან ერთად 20-წუთიანი გასეირნება მაინც.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილი, უნდა გამოიძინოთ არა კვირაში ერთხელ, არამედ ყოველ ღამე და უნდა მიაგნოთ მეთოდს, როგორ გახადოთ თქვენი სამუშაო საინტერესო, რადგან კოვიდის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა სამსახურეობრივი სტრესი და სწორედ დიდი აღმოჩნდა შფოთვის ყველაზე ხშირი ეპიდემოლოგიური ფაქტორები. კოვიდის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი, მოვაწესრიგოთ ურთიერთობები და საკუთარ თავსაც აუცილებლად დავუთმოთ ყურადღება. აუცილებელია, რომ ჩართულები ვიყოთ ყოველდღიურ აქტივობებში და რა თქმა უნდა, სიმპტომოს გამოვლენისას დროულად მივმართოთ ექიმს.