28 ივნისს, ნინო ლომჯარიამ ორი თვენახევრიანი სკანდალების, აქციების, მოთხოვნებისა და ბრალდებების შემდეგ ნინოწმინდაში წმინდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონატი მოინახულა. მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნევს ეს მონიტორინგი დაგვიანებულია, რადგან იქ მხოლოდ 15 ბავშვი დარჩა, ხოლო აქამდე რამდენჯერმე მეტი იყო, მთელი ეს პროცესი უშედეგო აღმოჩნდა. ნინო ლომჯარიამ Jnews-თან საუბარში პროცესსა და შედეგებზე ისაუბრა.
“ამ დროისთვის იქ სოცმუშაკები მუშაობენ. თითოეული ბავშვის საჭიროება, ოჯახური მდგომარეობა უნდა შეფასდეს. პირველ რიგში, თუ შესაძლებელი და პრიორიტეტულია, ბავშვები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში. ან ისინი ალტერნატიულ სახელმწიფო მზრუნველობაში უნდა გადავიდნენ. დიდი ზომის დაწესებულებებში, როგორიცაა ეს პანსიონი, ბავშვების ცხოვრების დონე ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და თავად ბავშვების ინტერესებს. ამიტომ, ჩვენ უნდა მივყვეთ პროცესს და ბავშვები ისეთ ადგილებში უნდა გადავიყვანოთ, რომლებიც მეტად იქნება ოჯახებთან მიახლოებული”,- განმარტა საქართველოს სახალხო დამცველმა Jnews-სთან საუბარში.
კითხვაზე, გაესაუბრნენ თუ არა ბავშვებს მათზე ძალადობაზე და დაადასტურეს თუ არა ეს, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ამაზე ბავშვებთან ჯერ არ უსაუბრიათ:
“დღევანდელი შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. ჩვენ გავიცანით ბავშვები, მოვუყევით ჩვენი მანდატის შესახებ. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო კონტაქტის დამყარება და ურთიერთნდობა.”
პანსიონში შემდეგ შეხვედრას ლომჯარია სავარაუდოდ არ დაესწრება. მისივე თქმით, სპეციალისტები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკი ჩავა ნინოწმინდაში.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პანსიონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მიღწევა ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია და იმედოვნებს, რომ ბავშვების ცხოვრება იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე აქამდე იყო.
ბავშვთა სახლის გარშემო სკანდალი დაახლოებით 2 თვის წინ ატყდა, როდესაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იქ მონიტორინგი არ შეუშვეს. ამის შემდეგ დაიწყო პანსიონში ძალადობასა და სხვა მრავალ უხეშ დარღვევაზე საუბარი. გაერომ საქართველოს ხელისუფლებას ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მონიტორინგი დაავალა. ივნისის დასაწყისიდან ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სხვადასხვა სამსახური და მუშაკი მუშაობს. სოციალური მუშაკები იქ საათობით რჩებიან. ბავშვთა დაწესებულებას დეპუტატები ეწვივნენ. სპეციალურად ამ თემაზე მუშაობდა საპატრიარქოში შექმნილი კომისია. თავის მხრივ, ბავშვები გადაიყვანეს სხვა ალტერნატიულ ადგილებში ან მათ ოჯახებში. ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევებს ჯერ კიდევ იძიებენ.