აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი ჯიმ რიშის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის ოთხი რეზოლუცია მიიღო, რომელთაგან ერთი საქართველოს შეეხება.

„რეზოლუცია 176“ საქართველოს ყველა პარტიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ 2021 წლის 19 აპრილის ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით და აქვე სენატის მხრიდან დასტურდება საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობისკენ ქართველების სწრაფვის მხარდაჭერა.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი რეზოლუცია საქართველოს ყველა პარტია მოუწოდებს, ხელი მოაწერონ და შეასრულონ 19 აპრილს დადებული შეთანხმება. აქვე, მე შეშფოთებული ვარ იმ შეტყობინებებით, რომ ზოგიერთი პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას და არაკეთილსინდისიერად მოქმედებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არსებული უთანხმოებები უკან უნდა მოიტოვოს და იაროს წინ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერას“, – აცხადებს რიში.