საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 834 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 059 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 205, „პისიარ“ ტესტით – 5 854.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,45%, ბოლო 7 დღის – 2,62%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 359 141 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 345 582 გამოჯანმრთელდა, 5 175 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 234 410 ადამიანი, დღიურად აცრილია 922.
კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 819 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 590 პირი.
გუშინ, 20 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 521 შემთხვევა გამოვლინდა, 911 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.