17.03.2020
ნახვები: 671 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
ნინოწმინდის ქუჩების მოასფალტება გრძელდება, ამ ეტაპზე, ტენდერი გამოცხადებულია სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რისთვისაც 844 260 ლარია გამოყოფილი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ ქუჩების მოასფალტებაზე ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა. მათგან ერთ-ერთი შედგა, ხოლო მეორე განაცხადის მიღების პროცესშია.
უკვე შემდგარი ტენდერის მიხედვით, რომელიც კომპანია “ჯავახ ავტო გზამ” მოიპოვა, ასფალტი დაიგება ბაგრამიანისა და ძერჟინსკის ქუჩების, რამდენიმე მონაკვეთზე. ამისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 429 260 ლარი გამოიყო.
ქუჩების მონაკვეთების მოასფალტებაზე ტენდერი 11 მარტს გამოცხადდა და სამუშაოებისთვის 415 000 ლარი განისაზღვრა. განაცხადის შეტანის ვადა 1 აპრილს იწურება.
50 000 ლარი დაიხარჯება დავით აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარების მოასფალტების სამუშაოებზე.
365 000 ლარი კი, შემდეგი ქუჩების კეთილმოწყობას მოხმარდება:
თავისუფლების ქუჩა N1 გზაჯვარედინი მუსიკალურ სკოლამდე
თავისუფლების ქუჩა N 2 გზაჯვარედინი “წიწერნაკის” საბავშვო ბაღამდე
თავისუფლების ქუჩა N3 გზაჯვარედინი (საავადმყოფო)
პუშკინის ქუჩა N 96 ეზო
პუშკინის ქუჩა N96 კამოს ქუჩამდე
პუშკინის ქუჩა N 99 ეზო
თავისუფლების ქუჩა N 7 ეზო
თავისუფლების ქუჩა N 8 ეზო