ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ქველმოქმედი – რუსეთში მცხოვრები, კარტიკამის მკვიდრი, პეტია კულახსზიანია.

სოფელში მდებარე პარკი 50 /38 მ ფართობს დაიკავებს. სამშენებლო სამუშაოები 15 დღის წინ დაიწყო და მუშები იმედოვნებენ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. პარკი  სოფლის ცენტრში, კულტურის სახლის მოპირდაპირედ განთავსდება.

 sxema1

სოფლის მოსახლეობის თქმით, ქველმოქმედს სურს ააშენოს პარკი, ისე რომ მოხუცებსა და ბავშვებს გასეირნებისთვის სივრცეჰქონდეთ.

zbosaygu taracq

”ქველმოქმედი პარკს აშენებს, რომ მოხუცებსა და ბავშვებს გასეირნების და გართობის ადგილი ჰქონდეთ. სოფლის მოსახლეობა ძალიან ბედნიერია და მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენი კეთილისმყოფელის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს, რომ სოფლის მოსახლეობამ არ დატოვებს სოფელი, ისე რომ კომფორტულად გრძნობდეს თავს სოფელში“, – ამბობს სოფელ კარტიკამის მცხოვრები, ვლადიმერ ამირხანიანი.

ashxatanqayin proces

პარკის მშენებლობაში 12 ადამიანია ჩართული. ისინი არა მხოლოდ სოფელ კარტიკამის, არამედ რეგიონის სხვა სოფლების მცხოვრებლები არიან.

kartikam ashxatanqner

სოფელ კარტიკამში ამბობენ, რომ ეს პეტია კულახსზიანის მხრიდან სამშობლოსთვის გაკეთებული პირველი კეთილი საქმე არ არის, არამედ მორიგი.