პროექტის – «ახალი სკოლის მოდელი» ფარგლებში, ახალქალაქში ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლა პროექტ – “ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა”, ახორციელებს.
პროექტი «ახალი სკოლის მოდელი» 2019 წელს დაიწყო და 2024 წლამდე საქართველოში ყველა სკოლას მოიცავს. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, მასში 165 სკოლა მონაწილეობს. მისი ბენეფიციარები არიან 34 414 მოსწავლე და 3096 პედაგოგი.
ჯავახეთში პროექტი ჯერჯერობით ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლაში ხორციელდება, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. პროგრამის ფარგლებში ბავშვებმა ორი ადგილი მოინახულეს: ახალქალაქის ციხე და ამირანის გორა, რომელსაც ადგილობრივები «ტავშანკას» უწოდებენ.
პროექტ «ახალი სკოლის მოდელის» ფარგლებში ტრენინგები ჩაგვიტარდა. შევისწავლეთ ჯავახეთის კულტურულ მემკვიდრეობა, ავირჩიეთ ორი ასეთი წერტილი – ახალქალაქის ციხე და ამირანის გორა, სადაც ისტორიიდან ვკითხულობთ, რომ უძველესი დასახლებული პუნქტი იყო. ვსწავლობთ, ვასუფთავებთ, ექსკურსიაზე ვიყავით. ამ თემაზე კონფერენციის ჩატარებას ვგეგმავთ. ჩვენმა ბავშვებმა ამ ადგილებს ფოტოები გადაუღეს. ჩვენი ძალებით ვაპირებთ ბროშურების, ბუკლეტების გაკეთებას. ტურისტებისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება. ჩვენ ასევე ვაყენებთ ნიშნებს, რომლებიც ამ ორი ისტორიული ადგილების მიმართულებას აჩვენებს. რომ ხალხმა იცოდეს, როგორ უნდა მოხვდეს იქამდე. წელს ბავშვებს სხვაგან არ წავიყვანთ. ჩვენ გვყავს მე -8, მე -9 და მე -10 კლასების მოსწავლეები. მომავალი წლიდან ყველა სკოლა მიიღებს მონაწილეობას ამ პროექტში და, ბუნებრივია, მთელი ჩვენი სკოლა ჩაერთვება”, – ამბობს №3 საჯარო სკოლის დირექტორი, თამარ ოძელაშვილი.
სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლეები ვიდეორგოლს ამზადებენ, რომლის პრეზენტაცია თვის ბოლოს იგეგმება.
«ახალი სკოლის მოდელი» არის რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხორციელდება სკოლებში და ორიენტირებულია, არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. პროექტის მისია- სკოლებში სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ყველა მოზარდს მისცემს საშუალებას გააცნობიეროს და აღიჭურვოს ცოდნით 21-ე საუკუნის გამოწვევების დასაძლევად. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს სკოლის კულტურის განვითარებას და სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. ამ მიზნების მისაღწევად, პროექტის ფარგლებში შექმნილი დამხმარე ჯგუფები იმუშავებენ მასწავლებლებთან შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: