თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დორიექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველში კორონავირუსის 34-ე შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი მანამდე კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის “კონტაქტია”.
„ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 19 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.
საქართველოში პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო გუშინ დატოვა.