საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინა ტიკარაძის თქმით, ნინოწმინდის სკოლა-ინტერნატის
მისი თქმით, ბავშვების ოჯახებში, ან ალტერნატიულ დაწესებულებებში განთავსების პროცესი გრძელდება.
”როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯანდაცვის სამინისტრო და საპატრიარქო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და მხარდაჭერით, შეაფასებენ და გადასცემენ ბავშვებს ოჯახებს ან ალტერნატიულ უწყებებს. თითოეულ ბავშვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების შეფასების საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტრო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მეუფე იაკობთან თანამშრომლობით განაგრძობს“, – თქვა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს ნათელი გახდა, რომ პანსიონატის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნებაყოფლობით დატოვა თანამდებობა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გადაწყვეტილებით, მის ადგილზე მეუფე იაკობი დაინიშნა.
ბოლო მონაცემებით, ინტერნატში, რომლის გამოც ატყდა სკანდალი, დღემდე 22 ბავშვი რჩება. დაწესებულებიდან არასრულწლოვნების დაუყოვნებლივ გაყვანასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროს, იქ 150-მდე ბავშვი ცხოვრობდა.