დღეს, 10 ივნისს, ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში «დასაქმების ფორუმი» გაიმართა. ფორუმს ესწრებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტებიდან.  ღონისძიებას ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ფორუმის განმავლობაში  საინფორმაციო ცენტრში 18 მოხალისე დარეგისტრირდა.

 

1

CENN– მა ევროკავშირისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი ჩაატარა. ფორუმის ძირითადი მიზანია — დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს და დამსაქმებლებს ერთმანეთის პოვნაში, ასევე, ვაკანსიების წარდგენაში შემდგომი დასაქმებისთვის.

 

3

4

ვაკანსიები შესთავაზეს შემდეგ სფეროებში:

მომსახურება,
წარმოება,
განათლება,
სოციალური პროგრამები
გარემოს დაცვა.

22