კორონავირუსმა უცხოეთში სამუშაოდ წამსვლელების (ხოპანჩი) გეგმები ჩავდაყირა დააყენა.  პანდემიური წლის განმავლობაში ჯავახეთში ბევრი სახლში დარჩა, რადგან დაკეტილი საზღვრების გამო, სეზონურ სამუშაოზე წასვლა ვერ შეძლეს. მაგრამ ადგილზე ფულის შოვნა ვერ მოახერხეს. დღეს “ხოპანისკენ” მიმავალი გზა მარტივი არ არის, ძვირია და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ადამიანი დანიშნულების ადგილს მიაღწევს, მაგრამ, მაინც იძულებულნი არიან აირჩიონ ეს გზა.

ვალერ მელქონიანი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში სამუშაოდ რუსეთში მიემგზავრებოდა.  კორონავირუსის გამო, შარშან ვერ შეძლო გამგზავრება. იმისთვის, რომ წელს კრედიტზე კრედიტის დამატებით, მთელი წელი სახლში არ გაეტარებინა,  სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა, მაგრამ როგორ?

«არავინ იცის, რა მოხდება, როცა ეპიდემია გაქრება, როცა საზღვრები გაიხსნება, ვინ შეძლებს გასვლას და ვინ ვერ, შეიძლება სექტემბერში გაიხსნას, მაგრამ წელიწადის ამ დროს წასვლას აზრი არ აქვს»,- ამბობს ვალერი.

ჯავახეთში მამაკაცების დაახლოებით 70% ყოველწლიურად საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ. ახლა ბევრი აღმოჩნდა ვალერის მსგავს სიტუაციაში და გამოსავალს ეძებს. რუსეთში ჩასასვლელად ერთი თვე და 2000 დოლარზე მეტის ხარჯი დასჭირდა. კორონავირუსზე, რამდენიმე ტესტის გაკეთება და ბილეთების ჩაბარება მოუწია. მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმე სახის ტრანსპორტი გამოიცვალა, მათ შორის თვითმფრინავი. საქართველოდან რუსეთში ჩასვლა შემოვლითი გზით  მოახერხა.

შარშან საზღვრები თითქმის ყველასთვის დაკეტილი იყო. თუმცა, ნათელი გახდა, რომ რეგიონში ვითარება ეკონომიკური კატასტროფისთვის მწიფდებოდა, რადგან შრომისუნარიანთა უმეტესობამ ძველი კრედიტის დასაფარად ახალი კრედიტები აიღო. ხელისუფლებამ დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა და სომხეთში მხოლოდ იმ პირებს მისცა წასვლის შესაძლებლობა, ვინც სამუშაოდ მიდის. გასვლის უფლება ჰქონდათ, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც მიდიოდნენ სამედიცინო მომსახურების და განათლების მისაღებად. განსაკუთრებული შემთხვევებზე ნებართვებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემდა. 2021 წლის თებერვლიდან ქვეყნის დატოვების ნებართვის გაცემა ახალქალაქის მერიამ დაიწყო.

და ასე, პირველ რიგში, ვალერიმ სომხეთში გამგზავრების ნებართვის მოთხოვნით ახალქალაქის მერიას მიმართა. სამი დღის შემდეგ, როცა ნანატრი ნებართვა მიიღო, კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა, დაახლოებით 100 ლარი გადაიხადა და ერევანში გაემგზავრა.  ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვალერიმ ერევანში ჯერ სომხეთის მოქალაქის პასპორტი გამოცვალა, რადგან ვადა გაუვიდა. იყიდა ბილეთი და კიდევ ერთხელ გაიარე ტესტი კორონავირუსზე (პლუს 100 ლარის ხარჯი) რუსეთში წასასვლელად.  ვალერიმ პირველივე ჯერზე ვერ შეძლო მოსკოვში ჩასვლა. საქმე იმაშია, რომ ავიარეისზე – ერევანი-მოსკოვი, ბილეთები იმდენად ძვირი იყო, რომ ერევანი-უფა, უფა-მოსკოვის რეისით გამგზავრება გადაწყვიტა, რაც ბევრად იაფი დაჯდა.

მან კორონავირუსის ტესტი გაიკეთა, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ გამგზავრებამდე, რამდენიმე საათით ადრე შეტყობინება მიიღო, რომ ერევანი-უფას რეისი ორი დღით გადაიდო, ხოლო უფა-მოსკოვის რეისი 5 დღით. ვალერიმ ამ ბილეთებში 25 000 რუბლი (1 100 ლარზე მეტი) გადაიხადა. იძულებული იყო ბილეთები ჩაებარებინა და ერევანი-მოსკოვის უახლოესი რეისითვის ახალი იყიდა. კვლავ გაიკეთა ტესტი კორონავირუსზე.

«ხედავთ, თუ რამდენს წვალობს “ხოპანჩი” ფულის შოვნისთვის. აღარაფერს ვიტყვი, თუ რა თანხაა საჭირო მარტო გზისთვის. ერთი წელი არ გავსულვარ სამუშაოდ, რამდენი პრობლემა იყო. ბანკიდან კრედიტი ავიღე, რომელზეც მთელი წელი ვიცხოვრე, ახლა სესხების გადახდა არ შემიძლია, კრედიტს მშობლების პენსიით ვფარავ. რუსეთში იმ ადამიანს დავურეკე, ვისთანაც ვმუშაობ. იქ ჩასასვლელად ფული გამომიგზავნა, იმ პირობით, რომ ვიმუშავებ და ვალს დავფარავ».

Xopan ashxatank ჯავახეთის მოსახლეობა სამუშაოდ მოსკოვში

თითქმის ორი თვეა ვალერი მოსკოვში მუშაობს. მთელი ამ დროის განმავლობაში სესხის დაფარვისთვის შრომობს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 11605 ოჯახი ცხოვრობს. Jnews–ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მათი 63% უცხოეთიდან ( რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა სუვრცის ქვეყნებიდან) გამოგზავნილი სახსრებით ცხოვრობს (მონაცემები 2018 წელს მუნიციპალიტეტისა და ქალაქის თითოეულ სოფელში Jnews–ის გამოკითხვების მიხედვით). 2019 წელს 6745-ზე მეტი ოჯახიდან მამაკაცები (60%) სამუშაოდ გაემგზავრნენ, ხოლო პანდემიის დაწყებისას, 2020 წელს, წასვლა მხოლოდ 1260 ოჯახის წევრმა  (11%) შეძლო. ისიც მათ, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა,  ან მათ, ვინც “მოახერხა” წასვლის აუცილებლობაზე დოკუმენტის მიღება.  

2021 წელს შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად ადგილობრივი “ხოპანჩები”  და ზოგადად ყველა, ვინც სამშობლოში ფულს ვერ შოულობდა, მზად იყვნენ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისათვის, რომ პანდემიის გამო დაგროვილი სესხები დაეფარათ. ეს იგრძნო ბაზარმა,  ავიაკომპანიებმა და ყველა გადამზიდავმა, რომლებმაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში განიცადეს ზარალი, ტრანსპორტირებაზე მაღალი ფასები დააწესეს. “ხოპანჩის” ჩვეული გზა ჯავახეთიდან რუსეთში, ან პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში ერევანზე გადის.

ადრე ახალქალაქიდან ერევნის მიმართულებით მარშრუტი 25 ლარი ღირდა, ახლა კი, პანდემიის გამო, ფასები ორჯერ გაიზარდა.

პირველი თებერვლიდან სომხეთმა პროგრამა «მოგზაურობა COVID-19- ის გარეშე»  დაიწყო, რომლის თანახმადაც სომხეთიდან რუსეთში და პირიქით მიმავალ მგზავრს კორონავირუსის უარყოფითი ტესტის შედეგის შემთხვევაში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეეძლო. ანუ რუსეთში გამგზავრება შესაძლებელი გახდა. მაგრამ თავდაპირველად პროგრამა საპილოტე იყო და ერთი თვით გაგრძელდა. ყველას ეშინოდა, რომ 1-ლი მარტის შემდეგ, ეს შესაძლებლობა აღარ იქნებოდა, ამიტომ ბევრმა 1000 აშშ დოლარი გადაიხადა რუსეთში გასაფრენად, ისე, რომ, არც კი იცოდნენ ექნებოდათ იქ სამუშაო თუ არა. პროგრამა კიდევ ერთი თვით გაგრძელდა. მათ, ვინც თებერვალში ბილეთისთვის 1000 აშშ დოლარი ვერ იშოვეს, მარტში შეძლეს, რადგან იფიქრეს, რომ ეს სამუშაოდ წასვლის ბოლო შესაძლებლობა იქნებოდა. საბოლოოდ, აპრილამდე ფასები მაღალი იყო, ხოლო შემდეგ, თანდათანობით ვარდნა დაიწყო. თუმცა, წინაპანდემიურ პერიოდთან შედარებით, ფასები მაღალია. დღეს ბილეთის შოვნა 200 დოლარად არის შესაძლებელი, მაშინ, როდესაც პანდემიამდე 120-150 დოლარი ღირდა.

ვალერისგან განსხვავებით, არტურ უზუნიანმა მოსკოვში ჩასვლაც კი, ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფული და დრო დახარჯა და თითქმის იგივე პრინციპით ხელმძღვანელობდა, როგორც ვალერი, მას არ გაუმართლა.

არტურმა ნებართვა ასევე მიიღო ახალქალაქის მერიისგან, კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა და ერევანში ჩავიდა. შემდეგ უკვე, ბილეთების შეძენისას, შეიტყო, რომ ფრენა არ შეეძლო, რადგან რუსეთმა მისი ქვეყანაში შესვლა სამი წლით შეაჩერა. არტურმა არ იცის დეპორტის მიზეზი რა გახდა. ასეთი «სიურპრიზის» წინაშე აღმოჩნდა ახალქალაქის მრავალი მცხოვრები, რომლებმაც ბოლო მომენტში გაიგეს, რომ მათ რუსეთში შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

«თითქოს, ყველაფერი კარგად იყო, მოსკოვში სატვირთო მანქანის მძღოლის სამუშაო იყო, მე ვესაუბრე მას და დავთანხმდი თვეში 75 ათასი რუბლის (3000 ლარის) სამუშაოზე. პირველი შესაძლებლობისთანავე გზას დავადექი, მაგრამ ერევანში დავრჩი. რუსეთში შესვლა სამი წლის განმავლობაში შემიჩერეს. ერთი წელი უკვე გავიდა, შარშან ვერ წავედი დაკეტილი გზების გამო. სხვა გამოსავალი არ არის, უნდა დაველოდო, სანამ დრო ამოიწურება»,- ყვება არტური.

ასეთი სიურპრიზის გამო, არტურმა ერევანში დარჩენა გადაწყვიტა. თვენახევრის შემდეგ სატვირთო მანქანის მძღოლად დაიწყო მუშაობა, მაგრამ ხელფასი ძალიან დაბალია.

«საცხოვრებლის პრობლემა არ მაქვს, ნათესავების სახლში ვცხოვრობ. მთავარია, რომ სამუშაო ვიპოვე, მეტ-ნაკლებად შემოსავალი მაქვს, ვიცი, რომ თვის ბოლოს, რაღაც თანხა მაინც დამრჩება. რა უნდა გავაკეთო, თუ ახალქალაქში დავბრუნდები? მე არ მაქვს ფული, რომ სოფლის მეურნეობით დავკავდე და ახლა უკვე კარტოფილის დათესვის ფულიც არ მაქვს. ჩვენ გვეგონა, რომ სახელმწიფო მაინც დაგვეხმარებოდა მოსავლის რეალიზებაში, მაგრამ ნახეთ, რაც მოხდა. მეორე წელსაც იგივე შეცდომას ხომ არ გავიმეორებთ?».

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ სოფელ პატარა სამსარში 2019 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 15.5% მუშაობდა საზღვარგარეთ, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, 59% დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით, 22.5% -მა მიიღო შემოსავალი სხვა სექტორებიდან (განათლება, ვაჭრობა, ჯანდაცვა), ხოლო 3% უმუშევარი იყო. 2020 წელს, ეპიდემიის გამო, ემიგრაციის დონე 1% -მდე დაეცა. ადამიანები, რომლებიც მანამდე სხვა სფეროებში მუშაობდნენ, უმუშევრობის გამო, სოფლის მეურნეობით  დაკავდნენ, ამიტომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხვი 81% -მდე გაიზარდა.  

ციფრები, როგორც ჩანს, ოპტიმისტურია, თუმცა სოფლის მოსახლეობას ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს. აშოტ კურგინიანი მცირე სამსარის ეკონომიკურად აქტიური საზოგადოების 15,5% -ის წევრია. 2019 წელს “ხოპანის” შემოსავალმა დაახლოებით 20 000 ლარი შეადგინა, 2020 წელს კი  თითქმის იმავე რაოდენობის ფინანსური ზარალი განიცადა.

აშოტ კურგინიანი ამბობს, რომ გაუსაძლისი სიტუაცია შეიქმნა. გლეხი ვერ ყიდის 2020 წელს დათესილ მოსავალს, ვერც სამუშაოდ მიდის. ვინც მიდის, იქამდე ვერ აღწევს, ხოლო ვინც ჩადის, ძლივს შოულობს გზის ფულს.

«წელს გაუსაძლისი სიტუაციაა, კარტოფილი დროულად ვერ გავყიდეთ, იმ იმედით, რომ გაძვირდებოდა. დღეს დაახლოებით 10 ტონა კარტოფილი მაქვს, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. არა იმიტომ, რომ 10 ტონა კარტოფილის შემოსავალი ჩემთვის ფული არ არის. სოფლისთვის ეს ნორმალური ფულია, მაგრამ თუ ეს ფული ხარჯებსაც კი არ ფარავს, როგორც შემოსავალი ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს».

აშოტმა ამ ბოლოს კარტოფილი გასაყიდად ახალციხეში ჩაიტანა, თუმცა უიმედოდ.  ერთ ადამიანს უთხრა, რომ მსხვილ კარტოფილს საქონლისთვის საკვებად 30 თეთრად მისცემდა. მაგრამ მყიდველმა არ შეიძინა. თქვა, რომ ეს მსხვილი კარტოფილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის უნდა დააწვრილოს, უმჯობესია პირდაპირ წვრილი კარტოფილი იყიდოს.

«ისღა დამრჩება ნაგავსაყრელზე გადავყარო და “ხოპანში” წავიდე, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე არ ვთვლი კარტოფილს ჩემი ოჯახის საარსებო საშუალებად და არა მხოლოდ მე, მსგავს პირობებში მყოფი სხვა ადამიანებიც. კარტოფილი აღარ არის შემოსავლის წყარო».

chemadan აშოტ კურგინიანმა ბარგი ჩაალაგა, რათა სამუშაოდ წავიდეს

კოვიდსიტუაცია მთელს მსოფლიოში ადამიანების ცხოვრებას ართულებს. საქართველოში და კონკრეტულად ჯავახეთში კი, ბევრს გადაუკეტა შემოსავლის წყარო, აიძულა სხვადასხვა გამოსავლისთვის მიემართათ, რამაც თავის მხრივ, არ გაამართლა.