საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 201 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 288 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 505, „პისიარ“ ტესტით – 9 783.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური –2,76 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,92 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,99 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 349 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 333 505 გამოჯანმრთელდა, 4 910 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია 172 216 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 884.
კარანტინის რეჟიმშია 25, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 418 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 630 პირი.
გუშინ, 5 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 832 ადამიანი დაინფიცირდა, 624 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.