საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ახალქალაქის რაიონული ჰოსპიტალის ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა, ისევე როგორც ვირუსის სიმპტომები და ხალხის კარანტინზე გაშვების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყოველ დღე ახალი ჭორი ვრცელდება, რომ კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირებლულია ქალაქში და სოფლებში. სახელდება კონკრეტული ადამიანების სახელები. ახალქალაქის ჰოსპიტალში მისვლის შემთხვევებს საზოგადოება კორონავირუსთან აკავშირებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ახალქალაქის რაიონულ ჰოსპიტალში ყველა ზუსტი და არაზუსტი შემთხვევა რომელზეც ხალხი ლაპარაკობს იყო უარყოფილი.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თქმით, დღესდღეობით მუნიციპალიტეტში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
«ეს ჭორებია, სიმართლეს არ შეესაბამება, ეს ადამიანი დაავადებულია ჩვეულებრივი მწვავე რესპირალური დაავადებით. ჩვენ ტესტი არ გვაქვს. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში იზოლირებას ვუკეთებთ და ვაგზავნით ახალციხეში. იქ უტარდება ტესტირება, თუმცა ასეთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა»,- თქვა ავეტიკ ტონაკანიანმა.
ინფორმაცია ასევე უარყო რაიონული ჰოსპიტალის დირექტორმა, ალექსან თოროიანმა.
«ამ ქალს აქვს პნევმონია, უკვე სამი თვეა, რაც ჩვენთან მკურნალობს. შემდეგ გაემგზავრა ბათუმში და როდესაც ჩამოვიდა, მდგომარეობა გაუარესებული იყო. გამოვიძახეთ «სასწრაფო დახმარება», შევამოწმეთ, კორონავირუსის ნიშნები არ ჰქონდა და გავუშვით სახლში»,- თქვა ალექსან თოროიანმა.
კორონავირუსისგან წარმოქმნილი პანიკის გამო, ვრცელდება ყველა სახის ინფორმაცია ცრუ თუ დაზუსტებული, რომელიც სერიოზულ სახეს ღებულობს და კიდევ უფრო ამძაფრებს არსებულ ვითარებას.