ყოველწლიურად გაზაფხულის დასაწყისში კარტოფილის ფასი მატულობს. ამ დღეებში ახალქალაქში 1კგ კარტოფილის ფასი 90 თეთრიდან 1.10 ლარამდე მერყეობს. საშუალო ზომის კარტოფილის ფასი 70 თეთრს შეადგენს.
ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში სოფლის მოსახლეობა ჩიოდა, რომ კარტოფილის ფასი დაბალია, ხოლო ნაწილმა Jnews-თან საუბრისას თქვა, რომ არ ჩქარობდა კარტოფილის გაყიდვას და გაზაფხულის ბოლომდე დაელოდებოდა, რათა უფრო მაღალ ფასში გაეყიდა კარტოფილი. შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანების მოლოდინმა გაამართლა.
სოფლის მოსახლეობამ კარტოფილის მაღალ ფასად რეალიზება უკვე დაიწყო. მაგალითად, სოფელი ხულგუმოსა და ორჯას მოსახლეობა კარტოფილს 90 თეთრიდან 1.10 ლარამდე ფასში ყიდის.
თუ რამ გამოიწვია კარტოფილის ფასის მატება, Jnews-მა საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის პირველი კატეგორიის უფროსთან რამაზ გოგოლაძესთან შეეცადა გარკვევას.
«მე ვერ დავასახელებ მიზეზს, რადგან კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ ფაქტია, რომ კარტოფილის გაძვირდა. თუკი თავდაპირველად ვყიდიდით 80 თეთრად, ახლა ფასი უკვე 1.05 თეთრს შეადგენს. ძირითადად, ჩვენ ამას ვაკავშირებთ საზღვრეთის გადაკეტვასთან, ამასთანავე საქართველოში დაიწყო მარხვა და კარტოფილზე მოთხოვნა გაიზარდა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ფასი აღარ დაიკლებს, მაგრამ ეს არ არის გამორიცხული. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ წელს ამ დროს კარტოფილის ფასი იმატებს»,- თქვა რამაზ გოგოლაძემ.
რაც შეეხება კარტოფილის თესლის ფასს, რომელიც საქართველოს ევროპიდან შემოაქვს, გოგოლაძის თქმით, 1კგ კარტოფილის ფასი 3.10-დან 3.35 ლარის ფარგლებში მერყეობს.