საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 071 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 921 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 713, „პისიარ“ ტესტით – 12 208.

ამასთან, 27 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 481 პაციენტი.