საქართველოში აშშ-ს საელჩოს დახმარებით, Movement EDU ხორციელებს პროექტს, რომელიც ერთგვარი თანამშრომლობაა EDU მოძრაობასა და აშშ-ს საელჩოს შორის. პროგრამის მიზანია, ქართველი ხალხის ცნობიერების ამაღლება დემოკრატიისა და დემოკრატიის ყველა ძირითადი ღირებულებებზე.
პროექტის ფარგლებში Movement EDU -ს პლატფორმაზე გამოქვეყნებული იქნება 15 ვიდეორგოლი შემდეგ თემებზე:
ვიდეოებიმასალები
Facebook: Movement EDU
Instagram: Movement EDU
YouTube: Movement (Movement EDU-ს ფლეილისტში)
Web: movement.com.ge
პლატფორმაზე თვეში 2-3 ვიდეომასალა განთავსდება. პირველი ვიდეო ეხება თავისუფალი მედიის როლს წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, ხოლო მეორე – იქნება ზოგადი დემოკრატიის შესახებ.
ამ ვიდეოების დახმარებით ხალხს შესაძლებლობა ექნება მეტი გაიგოს დემოკრატიის, მისი ძირითადი ღირებულებების და ღირსებების შესახებ. გაცნობიერება და რეალურად იმის დანახვა, თუ რა სარგებელი მოაქვს ამ ღირებულებების დაცვას მათთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, გაარკვიონ, თუ რა უფლებები აქვთ მათ და როგორ შეუძლიათ ამ უფლებების დაცვა.
პროექტი მიმართულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებზე, რომლებსაც სურთ ყველაფერი იცოდნენ დემოკრატიის შესახებ და სურთ პასუხები მიიღონ დემოკრატიის ღირებულების ყველა კომპონენტზე, რათა დარწმუნდნენ, რომ დემოკრატია ერთადერთი სწორი არჩევანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
პროგრამის თითოეული ვიდეორგოლი ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ვიდეოები 4 ენაზეა ნათარგმნი, თითოეული ვიდეოსთვის არსებობს სუბტიტრები: სომხური, აზერბაიჯანული, ქართული, ინგლისური.
პროექტის ფარგლებში Movement EDU ამ სფეროში, რამდენიმე ექსპერტთან თანამშრომლობს, თითოეული ინფორმაცია საექსპერტო დონეზე მუშავდება, რაც დეზინფორმაციის გავრცელებისგან იცავს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ პროექტი ყველასთვის გასაგებია,
პროექტი მიზნად ისახავს იმის გარკვევას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, სქესისა და სხვა კუთვნილებისა, აქვს თანაბარი უფლებები. ეს ხშირად უნდა განმეორდეს და გვესმოდეს.