საბანკო სექტორის ინიციატივა 3-თვიან საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით:


საქართველოს ბანკი:

საქართველოს ბანკი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

13 მარტიდან, 3 თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას ივნისამდე გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.
ეს შეღავათი ვრცელდება ყველა სესხზე: იპოთეკა, სამომხმარებლო, განვადება, საკრედიტო ბარათი, იმ ვალუტაში რა ვალუტაშიც არის გაცემული სესხი.
ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არარის საჭირო ბანკში ვიზიტი.
თუკი მომხმარებელს არ სურს ამ შეღავათით სარგებლობა, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ, ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ჩვენს ქოლცენტრში: 032 2 444 444

თიბისი ბანკი
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებელს და ასევე ყველა მსხვილბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.
საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.
დეტალური ნფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

თიბისი მომავალი კვირიდან დაიწყებს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას.
დეტალურ ინფორმაციასა მასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.
თიბისი ყველა მომხმარებელს დისტანციური არხებით დაუკავშირდება, ისე, რომ მათ არ მოუხდეთ ფილიალებში მოსვლა და საშეღავათო პირობებზე კომუნიკაცია მოხდება ინდივიდუალურად.

ლიბერთი ბანკი

ჩვენ ვართ იქ, სადაც ყველაზე მეტად გჭირდებით
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შევთავაზოთ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი.
13 მარტიდან, შეთავაზება ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი 3 თვის განმავლობაში, ყველა სოციალური სარგოს მიმღებ პირს ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურების თანხები.

ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მივაწვდით ინდივიდუალურად.
მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეთავაზების შეჩერება შესაძლებელი იქნება ლიბერთის ბანკომატებიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე
ნებისმიერი შეკითხვით დაგვიკავშირდით დისტანციური მომსახურების ცენტრში: 032 255 55 00