თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში 52 წლის მწყემსი გარდაიცვალა, რომელსაც თავს ხარი დაესხა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალში 15 მაისს 52 წლის მწყემსს ხარი დაესხა თავს. ის ნეკნების მოტეხილობით და ფილტვის დაზიანებით ახალქალაქის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მძიმე მდგომარეობის გამო, პაციენტი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.