სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ზე 2 963 ტესტი ჩატარდა და ვირუსი 68 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 5 425 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 221 948 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 211 057 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაღუპულია 4392 ადამიანი.