ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებიც ჯავახეთიდან წავიდნენ და უკან დაბრუნება არ სურთ. რატომ ვერ ხედავს ბევრი პერსპექტივას სამშობლოში – თავად სტუდენტები ყვებიან.
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მონაცემების თანახმად, 350 სტუდენტი, რომლებიც საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში გადიოდნენ სტაჟირებას, როგორც ადგილზე, საიდანაც ისინი არიან, ასევე დიდ ქალაქებში. მინისტრის აპარატს არ აქვს ინფორმაცია, თუ, რამდენმა სტუდენტმა იპოვა სამსახური სტაჟირების პროგრამის შემდეგ. მიზეზი ის არის, რომ ძნელია თვალი ადევნო სტუდენტებს, რომლებიც ხშირად იცვლიან სამუშაოს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ძირითადად სპეციალისტების უზარმაზარი უკმარისობაა, სტუდენტებს ურჩევნიათ დიდ ქალაქებში დარჩნენ და ის იმუშაონ.
ბევრისთვის ახალქალაქში, ან ნინოწმინდაში დაბრუნების სურვილის არქონის მიზეზი არის ის, რომ აქ სამუშაოს გარდა სხვა ვერაფრით დაკავდებიან. ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენია. სხვები აღარაფერს ელოდებიან, მათ შორის, არც დიდ ქალაქებში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკიდან ლილით კარაპეტიანი თბილისის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტია. ის იურისპრუდენციას სწავლობს. სტუდენტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ყოფილი სტუდენტებისთვის შესაძლებლობებს არ ქმნის.
”ახლა უფრო მეტ პერსპექტივას ვხედავ ჩემს ცხოვრებაში და წინსვლის შესაძლებლობები, ვფიქრობ, არ არის ჩემს დიპლომთან დაკავშირებული. როგორც თსუ-ს სტუდენტი, მე უფრო მესმის, რომ მე თვითონ უნდა ვიპოვო გამოსავალი, პერსპექტივები. რადგან, არც უნივერსიტეტი და, არც სახელმწიფო არ არიან დაინტერესებული, სამუშაოთი უზრუნველგვყონ. ჩემი პროფესიის მიმართ იმედგაცრუება მეწყება. თუ მომავალში იურისტად ვიმუშავებ, ცალსახად შევქმნი საკუთარ კომპანიას, მირჩევნია არ ვიმუშაო სახელმწიფო სისტემაში”, – ამბობს ლილით კარაპეტიანი.
მარგარიტაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, ამბობს, რომ ენის ცოდნა და სტუდენტის აქტივობა მრავალ კარს აღებს.
”ვინც სახელმწიფო ენა ისწავლა, აქტიურია, მათ ეროვნულ უმცირესობებში რეალიზაციის დიდი პერსპექტივა აქვთ. ყველა სომეხს, ვინც ჩემთან სწავლობს, ვისაც მე ვიცნობ- ყველას აქვს სამსახური. თუ იცი ენა და შეგიძლია იპოვო კარგი სამუშაო, აქტიური ხარ – ეს ნიშნავს, რომ შენი თავის რეალიზება შენ მოახდინე. უკან დაბრუნება არ მინდა. რადგან სახლში ყველაზე მეტად, რაც შემიძლია გაკავეთო, მასწავლებლად მუშაობაა. ჩემს სოფელში ამის გარდა არაფერია ”, – ამბობს მარგარიტა ავაკიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამიდან მელსიდა ყვება, რომ ბევრი გუშინდელი სტუდენტი ნანობს, რომ მიიღეს უმაღლესი განათლება, რადგან ბევრს მაინც უწევს სეზონურ სამუშაოებზე წასვლა.
”ბევრი მეგობარი მყავს, რომლებმაც ინანეს, რომ უმაღლესი განათლება მიიღეს. ისინი ვერ წარმოიდგენენ, რომ მომავალში შეძლებენ მუშაობას ან მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. არ ვიცი რატომ ფიქრობენ ასე. მაგალითად, მე ასე არ ვფიქრობ. როდესაც სადმე CV-ს ვაგზავნი და უარი მომდის, კიდევ უფრო ვცდილობ, რომ ამ კონკრეტულ მიზანს მივაღწიო. ახლა ბანკში დავიწყე მუშაობა, მაგრამ საკუთარ თავს სხვა სფეროში ვხედავ. უახლოეს თვეებში სტაჟირებას მერიაში გავივლი, ეს უფრო მიზიდავს და ეს უფრო ახლოს არის ჩემს პროფესიასთან, რადგან ეკონომისტი ვარ”,- ამბობს მელსიდა მარაბიანი.
ლილითი ახალქალაქში ფილოლოგიას
”ზოგადად, თუ ადამიანს სურს, ის ყოველთვის ნახავს შესაძლებლობებს. შემიძლია ვიმუშაო ჩემი პროფესიით, მაგრამ არა სამუდამოდ. ნამდვილად მსურს სხვა რამის შესწავლა, რაც მომწონს. მაგალითად, ძალიან მინდა კინო გახმოვანებაში ვიმუშაო, ან ამ მიმართულებით ვისწავლო. მაგრამ თუ ჩემი პროფესიით გადავწყვეტ მუშაობას, ჩვენთან შემიძლია გავხდე მასწავლებელი, ამ მიმართულებით სირთულე არ არის ”, – ამბობს ფილოლოგი ლილით კარაპეტიანი.
ბევრისგან განსხვავებით, გრიგორ სააკიანმა დანამდვილებით იცის, რომ სომხეთის სლავური უნივერსიტეტის დიპლომის მიღების შემდეგ, ის უკან დაბრუნდება.
”ვსწავლობ ფსიქოლოგიას, მაგრამ ეს განათლება სხვადასხვა ადგილას მუშაობის შესაძლებლობას
უმაღლესი განათლების მიღებისას ბევრი არ უფიქრდება ისეთი პროფესია აირჩიოს, რომელიც აქტუალური და პერსპექტიული იქნება ადგილზე. თუმცა სიტუაცია თანდათან იცვლება. გლობალიზაციასთან ერთად შესაძლებლობები ჯავახეთის სტუდენტებისთვისაც ფართოვდება. პანდემიის პირობებში, ბევრისთვის უმაღლესი განათლება სიტყვა ინტერნეტთან ასოცირდება.