დღეს, 21 მაისს, ახალქალაქის სამ სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა. ახალქალაქის სკოლებში დღესასწაული წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, ყოველწლიური “ფუფუნების” გარეშე ჩაიარა.

დღეს ახალქალაქის №1, №2 და №5 საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. №1 სკოლაში წელს 33 მეთორმეტე კლასელი დაემშვიდობა სკოლას, აქედან 3 ვერცხლის მედლის კანდიდატია, 2 – ოქროს.

tumanyan verjin zang

№5 სკოლას — 13 მეთორმეტე კლასელი.

verjin zang internat 1

№2 სკოლას -28 მეთორმეტე კლასელი, აქედან 2 -ოქროს მედლის კანდიდატი, 3- ვერცხლის.

rus22

ახალქალაქის დანარჩენმა ორმა სკოლამ: №3 და №4 რამდენიმე დღის წინ ჩაატარეს ღონისძიება. დემირჩიანის სახელობის №4 საჯარო სკოლაში 43 მეთორმეტე კლასელი იყო. ხოლო №3 სკოლაში- 14.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბოლო ზარის ღონისძიება არ აიკრძალა, მაგრამ მშობლების დასწრება შეიზღუდა. ზოგიერთმა სკოლამ მშობლები არ შეუშვა და ისინი ღობის გარედან უყურებდნენ საზეიმო ღონისძიებას. ზოგიერთ სკოლაში მშობლებს სათითაოდ უშვებდნენ, ხოლო ზოგიერთი სოფლის სკოლაში ბოლო ზარმა, როგორც ჩვეულებრივ, ხალხმრავლად ჩაიარა.