13 მარტს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მერიის თანამშრომლებთან ერთად ახალქალაქის ქუჩებში მდგომ რძისა და ხორცის ნაწარმით მოვაჭრეებს მკაცრად მოსთხოვეს ქუჩების გათავისუფლება და ქალაქის აგრარული ბაზრის პავილიონში გადასვლა.
გამყიდველები აღნიშნავენ, რომ პავილიონში უკეთესი პირობებია, თუმცა მყიდველი იშვიათად შემოდის, შესაბამისად მათ ვერ მოახერხეს პროდუქციის რეალიზებას, ამიტომც დაბრუნდნენ ქუჩაში.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისფულებამ არაერთხელ გააფრთხილა, რომ ქალაქის ქუჩებში აკრძალულია ვაჭრობა, ქუჩის ვაჭრობა მაინც გრძელდებოდა.
თუმცა, დღეს კორონავირუსის, სხვა ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, პასუხისმგებელმა ორგანოებმა ხორცისა და რძინს ნაწარმის გამყიდველებს სთხოვეს ქუჩაში ვაჭრობა შეეწყვიტათ.
რუსთაველის ქუჩის ტროტუარზე რძის ნაწარმით მოვაჭრე ქალბატონმა თქვა, რომ დღეს პოლიციამ მათ ქუჩაში ვაჭრობა აუკრძალა.
«დილით მოვიდნენ პოლიციელები და გვთხოვეს ქუჩაში ვაჭრობა აღარ გაგვეგრძელებინა. თქვეს, რომ გარდა იმისა, რომ კანონი კრძალავს ქუჩაში ვაჭრობას, ეს ასევე ვირუსისგან მოქალაქეების დაცვის მიზნით კეთდება»,- ამბობს ის.
გამყიდველთა თქმით, ისინი გააფრთხილეს, რომ მათ დააჯარიმებენ თუ ქუჩაში ვაჭრობას განაგრძობენ.
2018 წლის ბოლოს და გასულ 2019 წელს, მუნიციპალიტეტისა და სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით, რძის ნაწარმის პროდუქტები პავილიონის შიგნით მოთავსდა, თუმცა ეს რამდენიმე თვე გაგრძელდა. ამავე წლის იანვარში პავილიონი დაიკეტა, რადგან აღარც ვაჭრები იყვნენ და აღარც მომხმარებლები.