გაზაფხულის დადგომისთანავე ახალი სომხური ლავაშის არომატი ჯავახეთის პრაქტიკულად ყველა სოფელში ვრცელდება, აქ ისინი ინარჩუნებენ ლავაშის დამზადების ტრადიციულ მეთოდს და დედამთილიდან რძლებამდე თაობიდან თაობას გადასცემენ.

2

რა თქმა უნდა, ლავაშის არომატი განზე არ რჩება ახალქალაქის რაიონის სოფელ აზავრეთში. როდესაც ჩვენი გადამღები ჯგუფი სოფელში შევიდა, მაშინვე ვიგრძენით ლავაშის სუნი, სუნის კვალდაკვალ, სახლი ვიპოვეთ, სადაც რძალი და დედამთილი ლავაშს ერთად აცხობდნენ.

 

ბებია რიტა სერობიანი ამბობს, რომ თითოეულ სომეხ ქალს უნდა შეეძლოს ლავაშის გამოცხობა, რათა მისი ოჯახი ახალი ლავაშებით უზრუნველყოს. მან დედამთილისგან ისწავლა ლავაშის გამოცხობა, ხოლო შემდეგ, ეს რთული და საპასუხისმგებლო დავალება მას დააწვა მხარზემას შემდეგ, რაც დედამთილი ავად არის. ახლა ის აცხობს, თუ სხვები გაზაფხულის დადგომას ელიან, ის ზამთარშიც აცხობს.

1

5

ლავაში მხოლოდ პური არ არის, არამედ კულტურული ელემენტია, რომელსაც რელიგიური და საკულტო მნიშვნელობა აქვს სომხების ცხოვრებაში. ლავაში- სომხური სიტყვაა, რომელიც უშუალოდ მომზადების პროცესს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ცომი გაიშლება, საჭიროა კარგად გაჭიმვა და გახსნა. სწორედ აქედან მომდინარეობს სიტყვა: ”ლავ ქაშაც” (სომხურად კარგად გაჭიმული) შეიცვალა ”ლავ ქაშით”, შემდეგ კი პურმა საბოლოო სახელწოდება ”ლავაში” მიიღო.

3

უნდა აღინიშნოს, რომ სომხური ლავაში მეორე ადგილზეა პურის 50 საუკეთესო სახეობას შორის.