დღეს, 12 მაისს, 20:00 საათიდან Sinopharm-ის ვაქცინის მხოლოდ მეორე დოზაზე დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი. ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში 24 მაისამდე ყველა დღე დაჯავშნილია.
Sinopharm-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათზე შეჩერდება. თუმცა, რეგისტრაცია 20:00 საათამდე შეუძლებელი იქნება, რადგან 24 მაისამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი ადგილები არ არის. მეორე დოზა უნდა გაკეთდეს პირველი აცრიდან 21 დღის შემდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალქალაქში ვაქცინაციისთვის ადამიანები სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოდიან და ის, რომ ყველა ადგილი დაჯავშნილია არ ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად რეგისტრირდება ვაქცინაციაზე.
რაც შეეხება ვაქცინას – Astra Zeneca, ახალქალაქში ამ პრეპარატით ვაქცინაციისთვის ორია რეგისტრირებული. 45 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს დღეის 20:00 საათიდან შეუძლიათ Astra Zeneca-ზე დარეგისტრირება. პირველი და მეორე ვაქცინაციას შორის ინტერვალი შესაძლოა იყოს 28-დან 84 დღემდე.