ვანუი მანასიანი და არტიუშ გომციანი საქართველოს კრივის ჩემპიონატიდან ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
5-9 მაისს თბილისში, ახალგაზრდებსა და მოზარდებს შორის საქართველოს კრივის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ახალქალაქიდან 6 სპორტსმენი მონაწილეობდა.
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ნინოწმინდის რაიონის სოფელ მამზარადან ვანუი მანასიანმა დაიკავა. მან საქართველოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობის
პირველი ადგილი 57 კგ წონით კატეგორიაში ახალქალაქიდან არტიუშ გომციანმა დაიკავა, რომელიც საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა. მან, ასევე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ხოლო 56 კგ წონით კატეგორიაში არამ ხრიკიანი მეორე ადგილზე გავიდა.
75 კგ წონით კატეგორიაში არშაკ ელიზბარიანმა პირველი ბრძოლა მოიგო, ფინალურ ბრძოლაში ტრავმის გამო არ გამოვიდა და მესამე ადგილის დაკმაყოფილდა.
ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდნენ ალიკ კურგინიანი ( 81 კგწონით კატეგორიაში) და დიმა ეპრიკიანი ( 64 კგ წონით კატეგორიაში). ისინი საპრიზო ადგილებზე ვერ გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ 91 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონად არტიომ იორდანიანი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო ტურნირში არ მონაწილეობდა.