საქართველოში კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 384 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 341, პისიარტესტით – 12 043.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,71 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,84 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,71 პროცენტი.
ქვეყანაში სულ აცრილია – 58 533 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 846.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 320 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 299 500 გამოჯანმრთელდა, 4 263 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 284 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 788 პირი.
ამასთან, 7 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა.