ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, აგვისტოში 200-ახალ ნაგვის კონტეინერს მიიღებს. მუნიციპალიტეტი ასევე ნაგვის ორ მანქანას იყიდის. ახალქალაქის სერვისცენტრი განსაზღვრავს ადგილებს, სადაც ახალი ნაგვის კონტეინერები დამონტაჟდება.
მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის ნაგვის კონტეინერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ნაგვის ურნების შესაძენად ტენდერი შპს „უნიპაკმა“ მოიგო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 200- ერთეულს მიიღებს. ნაგვის კონტეინერები პლასტმასის არის, რომლის მოცულობაა 1100 კუბური მეტრია.
სერვისცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის თქმით, საკმაოდ ბევრი სოფელია, სადაც მხოლოდ 1-2 კონტეინერია დამონტაჟებული და ისინი ამ სოფლებიდან ნაგვის გასატანად თანხას არ აგროვებენ. კონტეინერების მიღებისას, ამ სოფლებში კონტეინერების რაოდენობა გაიზრდება, რათა მთელი სოფელი იყოს უზრუნველყოფილი. ამის შემდეგ, ისინი ამ სოფლებიდან თანხის შეგროვებას დაიწყებენ.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის თქმით, მათ გაარკვიეს მიმდებარე ადგილები, სადაც ახალი ურნები დაიდგმება, მაგრამ ზუსტ ადგილებს მოგვიანებით განსაზღვრავენ.
”არ შეგვიძლია ბევრ ადგილას დამონტაჟება, რადგან შემდეგ მათი დაცლა გვიწევს, მაგრამ ჩვენ ჯერ ორი ნაგვის მანქანა გვყავს, მესამე ჯერ არ არის შეკეთებული. ხოლო ეს 2 მანქანა, უკვე მძიმე გრაფიკით ემსახურება 300 კონტეინერს, რომელიც უკვე დამონტაჟებულია მუნიციპალიტეტში”, – თქვა არმენ ბიჩახჩიანმა.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ნაგვის ორ მანქანას შეიძენს, ერთს მუნიციპალიტეტი იაპონიის საელჩოს გრანტის საფუძველზე შეიძენს, მეორეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ამ მანქანებისა და სამი დიდი კონტეინერის შეძენაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სერვისცენტრი ნაგვის გატანის მოსაკრებელს დაახლოებით 15 სოფელში აგროვებს.
იურიდიული პირებისთვის ქალაქსა და სოფლებში ნაგვის შეგროვება თვეში 1 კუბურ მეტრზე 25 ლარი ღირს, ხოლო ფიზიკურ პირებზე – 40 თეთრი.