დღეს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ახალქალაქის გუნდს – “აბულსა” და ახალციხის “სამცხეს” შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. თამაში ანგარიშით 2: 0, “აბულის” გამარჯვებით დასრულდა.
თამაში 13:00 საათზე დაიწყო. მატჩი საქართველოს რეგიონული ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა.
პირველ ტაიმში მოწინააღმდეგის კარებში პირველი გოლი ნარეკ ხაჩატურიანმა გაიტანა, მეორე გოლი მეორე ტაიმში კიმ ოქსუზიანმა გაიტანა.
სტადიონზე დაახლოებით 100 გულშემატკივარი იმყოფებოდა. ისინი კმაყოფილი დარჩნენ გუნდ “აბულის” ფეხბურთელების თამაშით.
11 მაისს “აბულის” გუნდი გორის “ლეგიონთან” ითამაშებს. მატჩი გორში გაიმართება.