1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4464 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4462 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1529 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1530 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.