ახალქალაქის საფეხბურთო გუნდმა, “აბულმა” საკუთარ მოედანზე დღეს, 20 აპრილს, გუნდ “გარდაბანს” უმასპინძლა. თამაში “აბულის” დამარცხებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა.
დღეს, 20 აპრილს, 13:00 საათზე ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, გუნდმა “აბულმა” ის საფეხბურთო გუნდმა საქართველოს რეგიონალური ლიგის ჩემპიონატის სეზონი გახსნა. რეგიონულ ლიგაში 26 გუნდია.
სტადიონზე 50-მდე გულშემატკივარი იმყოფებოდა.
თამაში სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. გარდაბანი – ძლიერი გუნდია, ისინი სიის ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე არიან.
გასულ სეზონზე გუნდი “აბული” რეგიონალური ლიგის სიაში მე-10 ადგილზე იყო.
“აბული” მომდევნო თამაშს თელავში, 29 აპრილს ჩაატარებს. გუნდის მწვრთნელია რაფიკ დარბინიანი.