დღეს, 6 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4751 შემთხვევაა გამოვლენილი.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:

1. ადიგენის – 0 პირი;
2. ასპინძა – 0 პირი;
3. ახალციხე – 0 პირი;
4. ახალქალაქი -0 პირი;
5. ბორჯომის – 1 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.

საერთო ჯამში, რეგიონში 37 ადამიანია იზოლირებული:
1. ადიგენის – 0 პირი;
2. ასპინძა – 1 პირი;
3. ახალციხე – 13 პირი;
4. ახალქალაქი -3 პირი;
5. ბორჯომის – 31 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, რეგიონში 4700 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 3 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.