30 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის კურსი 3.4118 ლარით განისაზღვრა. მაჩვენებელი ასეთი მაღალი, ბოლოს, 2020 წლის 27 მარტს იყო.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მარეგულირებლის ინფორმაციით, დღის ბოლოს 1 ევროს ფასი 4.0044 ლარია, 1 ბრიტანული ფუნტისა – 4.6929, 1 თურქული ლირა კი 0.4064 ლარი ღირს.

ლარი დოლართან მიმართებით ბოლო რამდენიმე დღეა უფასურდება. ოპტიმისტური არც სამომავლო პროგნოზებია – TBC Capital-ის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში 1 აშშ დოლარი 3.2-3.5 ლარის ფარგლებში იმერყევებს, ისიც, საბაზისო სცენარში.