ახალქალაქში, აღმაშენებელი-სარქისიანის გზაჯვარედინზე, №4 სკოლასთან, ნაგვის ურნები, სკოლის ეზოს მუდმივი დაბინძურების მიზეზია. სკოლის ადმინისტრაცია, რამდენი წელია ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს. მერიაში ამბობენ, რომ ეს მარტივად მოსაგვარებელია და სხვადასხვა შესაძლებლობა შესთავაზეს ახალქალაქის სერვისცენტრში.
4 ნაგვის ურნა განთავსებულია №4 სკოლის ეზოს შემოღობილი კედლის კამერებთან. საბოლოოდ არაკეთილსინდისიერი მოსახლეობა ნაგვის პარკებს პირდაპირ ურნაში კი არ ყრის, არამედ ეზოში. ამ მოსახლეობას კეთილსინდისიერი ძაღლები “ეხმარებიან”, რომლებიც ნაგვის პარკებს ფარულ ადგილას ჩიჩქნიან, ხალხის თვალიდან შორს და ნაგავი სკოლის ეზოში მიაქვთ. საბოლოოდ ეზო ნაგვით ივსება.
ამ დღეებში ახალქალაქის სერვისცენტრში მომუშავეებმა სკოლის ეზო ნაგვისგან გაწმინდეს, თუმცა, რამდენიმე დღე არ იყო გასული, რაც ახალი ნაგვის პარკები და ნაგავი გაჩნდა.
როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა თქვა,საქმის კურსში არ იყო, რომ მსგავსი პრობლემა არსებობს და ეს რთული მოსაგვარებელი არ არის. თუმცა, მერიისთვის ამ პრობლემით არავის მიუმართავს. ახალქალაქის სერვისცენტრში თქვეს, რომ პრობლემის შესახებ იციან.
«ეს საკითხი ჯერ კიდევ 2019 წელს განიხილებოდა. ამაზე ხელსაყრელი ადგილი ნაგვისთვის, იმ რაიონში არ არის. უბრალოდ რამეს მოფიქრებაა საჭირო, რომ ნაგავი ეზოში არ დაიყაროს», – განაცხადა სერვისცენტრის დირექტორმა, არმენ ბიჩახჩიანმა.
აღნიშნული საკითხის მოგვარების ერთ-ერთი ხერხი, არმენ ბიჩახჩიანის აზრით, არის ლამაზად გადახურვა, იმის მსგავსი, რომელიც სერვისცენტრმა ახალქალაქის ცენტრალურ პარკთან ააშენა. არმენ ბიჩახჩიანს მთელს ქალაქში მსგავსი გადახურვის აშენების იდეა ჰქონდა, რომ ესთეტიკურად ლამაზი და სუფთა იყოს.
ხოლო საკითხის ყველაზე ნაკლებად ღირებული გადაწყვეტილება, არმენ ბიჩახჩიანის აზრით, არის ბადე.
«სულ რაღაც 300-400 ლარად შეიძლება ორი მილის და ბადის ყიდვა, ამ ბადით შემოღობვა, ამ შემთხვევაში ვერც ხალხი გადაყრის კედლიდან ნაგავს, ვერც ძაღლები შეძლებენ ნაგვის მიტანას. თუკი მასალას მოგვცემენ, ამის გაკეთება შეგვიძლია», – ამბობს ის.
ხოლო პრობლემის დროებითი მოგვარების სახით არმენ ბიჩახჩიანმა თქვა, რომ სერვისცენტრის თანამშრომლები აღნიშნულ ტერიტორიას და სკოლის ეზოს პერიოდულად დაასუფთავებენ.
იქამდე, სანამ მასალა გამოქვეყნდებოდა სერვისცენტრის თანამშრომლებმა სკოლის ეზო ნაგვისგან გაწმინდეს.