ჰუმანიტარული უსაფრთხოების გრანტების (GGP) პროგრამის ფარგლებში იაპონიის საელჩომ 56 000 აშშ დოლარი გამოუყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ახალი ნაგავის მანქანის შესაძენად. ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან ახალი ნაგავმზიდისთვის გათვალისწინებული სახსრები სპეციალური კონტეინერების შეძენაზე დაიხარჯება.
როგორც ახალქალაქის მერიიდან გვაცნობეს, ახალი ნაგავმზიდი მანქანა ღია ტიპის კონტეინერის «მაზ» მარკის იქნება. ჩვეულებრივი ნაგვის ურნების ნაცვლად სოფლებში აღნიშნული მანქანებისთვის დიდი კონტეინერები განთავსდება.
ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაემატება 56 000 აშშ დოლარი, თანხის 20%. ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ახალი ნაგავმზიდისთვის, რამდენიმე კონტეინერს შეიძენენ.
აღვნიშნავთ, რომ ნაგავმზიდი მანქანის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 280 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა იაპონიის საელჩოსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გადაწყდა ამ სახსრებით ახალი ნაგავსაყრელი მანქანისთვის კონტეინერების შეძენა.
მერის თქმით, ამ დღეებში იაპონელები 56 000 დოლარის ოდენობის თანხას გადმორიცხავენ, ამის შემდეგ, ახალი მანქანის და კონტეინერების შეძენაზე ტენდერი გამოცხადდება. თუმცა, კონკრეტულად როდის, ჯერჯერობით გაურკვეველია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ნაგავის გატანის პრობლემა მუდამ აქტუალურია. სოფლის მოსახლეობამ არ იცის სად გადაყაროს ნაგავი, ისინი ტყეში, სოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე, ან პირდაპირ სოფელში ყრიან, ამასთანავე ხელოვნურ ნაგავსაყრელებს ქმნიან. თუმცა, როგორც ამას წინათ სერვისცენტრიდან გვაცნობეს, ნაგავსაყრელი მანქანის შეძენის შემდეგ სოფლებში ნაგვის პრობლემა მოგვარდება.