საქართველომ ევროკავშირში ენძელის ბოლქვების ექსპორტი დაიწყო, იტყობინება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური.
«ენძელების ბოლქვები საქართველოდან ევროპის, რამდენიმე ქვეყანაში იგზავნება, ძირითადად, ნიდერლანდებში», – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარკვეული პერიოდის წინ, ყვავილის ბოლქვების საზღვარგარეთ გაყიდვის მიზნით აუქციონის ჩატარებამდე სამწლიანი ლიცენზია გაიცა. ლოტის საბოლოო ღირებულებამ 290,4 ათასი ლარი (87,1 ათასი დოლარი) შეადგინა.
ხელშეკრულების თანახმად, ტუბერის კვოტა მთლიანად უნდა იყოს გამოყენებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ენძელის ბოლქვები CITES-ში შედის, კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე (CITES — Convention on International Trade in Endangered Species of Wild Fauna and Flora).
კონვენცია, რომელიც ძალაში 1975 წელს შევიდა, მიზნად ისახავს იმის გარანტიის შექმნას, რომ ველური ბუნების ცხოველებისა და მცენარეების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობა სახეობას საფრთხეს არ შეუქმნის. ის ველური ბუნების დაცვის ერთ-ერთი დიდი შეთანხმებაა, 2018 წლის დასასრულის მდგომარეობით მას 183 სახელმწიფო შეუერთდა, მათ შორის, საქართველო. კონვენციის დაცვის ქვეშ არის დაახლოებით 6 ათასი ცხოველის სახეობა და 30 ათასამდე მცენარე.