შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა (RSO) დოკუმენტების ინსპექტირების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და აშშ-ს საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობა მესაზღვრე-ოფიცრებს სამგზავრო დოკუმენტების საფუძვლიან შესწავლასა და ნამდვილობის დადგენაში დაეხმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ, რაც ხელს უწყობს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებასა და ინსტიტუციურ განვითარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.