ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს იტალია: იანვარი–თებერვალში იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 311,1 მილიონი დოლარი შეადგინა.
თებერვალში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა იტალიიდან შემოვიდა – აღნიშნულ პერიოდში იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 28,6 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,7%-ია. 2021 წლის თებერვალში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტალიიდან 31,8%–ით მეტი თანხა გადმოირიცხა.
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვარში პირველობა იტალიას დაუთმო.
2021 წლის თებერვალში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 12,4%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ თებერვალში დაახლოებით 25,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 15,6%-ია.
რამდენი ვალუტა გადმოირიცხა ქვეყანაში
საქართველოს კომერციულ ბანკებში 2021 წლის იანვარ–თებერვალში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,3%-ით გაიზარდა და 311,1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს იტალია. იანვარ–თებერვალში იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 55,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 18%-ია. 2021 წლის დასაწყისიდან იტალიიდან გადმოირიცხა 30,8%–ით მეტი თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან
2021 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 21 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3,4%-ით ნაკლებია.
2021 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 38,2 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4,9%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.