საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა.

ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.

2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -2 513 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).

ამასთან, 2023 წლის პირველ ექვს თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევა.